ფეხბურთი

20:13 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გალიანი: “ანჩელოტის ვეკონტაქტები, ინძაგის საკითხს კი მოგვიანებით გადავწყვეტთ”

“მილანის” ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ადასტურებს, რომ კლუბის სხვა მწვრთნელების მსგავსად, მას კონტაქტი კარლო ანჩელოტისთანაც აქვს. გალიანი ასევე აცხადებს, რომ კლუბი ფილიპო ინძაგისთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს მიიღებს.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანჩელოტის “რეალიდან”, ინძაგის კი “მილანიდან” დათხოვნა ემუქრება. ჟურნალისტებმა მადრიდელთა ამჟამინდელი დამრიგებელი მის ყოფილ კლუბს დაუკავშირეს.

“ყოველთვის ვამბობდით, რომ სეზონის ინძაგისთან ერთად ჩამთავრება გვინდოდა. გადაწყვეტილებას კი ამის შემდეგ მივიღებთ. ცოტა მოგვიანებით გადავწყვეტთ, რას მოვიმოქმედებთ.

“ანჩელოტი? მას ნამდვილად ვეკონტაქტები, ისევე, როგორც “მილანის” ბევრ ყოფილ მწვრთნელს. ანჩელოტისთან, არიგო საკისთან და ფაბიო კაპელოსთან ხშირი ურთიერთობა მაქვს.” – გალიანის ამ სიტყვებს Goal-ი ციტირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115368