ფეხბურთი

17:23 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კლოპის აგენტი “რეალთან” კონტრაქტის გაფორმებას უარყოფს

“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის აგენტის მარკ კოსიცკის თქმით, “რეალი” კარგი გუნდია, მაგრამ კლოპთან არანაირი ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

“რეალი” დიდებული გუნდია, მაგრამ კლოპს კონტრაქტი არ გაუფორმებია”- განაცხადა მარკ კოსიცკიმ.

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კლოპი “რეალის” მწვრთნელად დაინიშნა და დასახლებული იყო მისი 8 მილიონიანი გასამრჯელო.

როგორც ცნობილია, იურგენი სეზონის ბოლოს ამჟამინდელ სამუშაოს ტოვებს, “დორტმუნდს” კი ზაფხულიდან ტუხელი გაწვრთნის.

ისიც უნდა ითქვას, რომ “რეალმა” წელს ვერცერთი ტურნირი მოიგო და გუნდის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის სკამი საკმაოდ შერყეულია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11281