ფეხბურთი

23:44 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ორჰუსში" ვაწაძემ ითამაშა

დანიის პირველი დივიზიონის 30-ე ტურში "ორჰუსმა" "კოგეს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ქართველთაგან მათე ვაწაძემ სრულად ითამაშა, სხირტლაძე სათადარიგო იყო, დევდარიანი კი კვლავ ტრავმირებულია. დანიის 12 გუნდიან პირველი დივიზიონში "ორჰუსი" 56 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველ ფეხბურთელთა გუნდი შემდეგ მატჩს 23 მაისს "სკივეს" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

მიმდინარე სეზონში დანიის პირველ დივიზიონში ვაწაძემ 29 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. დავით სხირტლაძემ 15 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლია. დავით დევდარიანს ტრავმის გამო სეზონი გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109703