ფეხბურთი

18:31 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გაბი: “ნეიმარი თავს პროვოკაციის უფლებას აძლევს”

მადრიდის “ატლეტიკოს” კაპიტანი გაბი “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონობას ულოცავს, მის ერთ-ერთ ლიდერს, ნეიმარს კი, აკრიტიკებს.

გსულ კვირას, “ბარსელონამ” “ატლეტიკო” მადრიდში დაამარცხა და დედაქალაქური გუნდისგან ჩემპიონის წოდება გადაიბარა. გაბიმ კომენტარი ამ შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“ნეიმარმა ისეთი ფეხბურთელებისგან უნდა ისწავლოს, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან. ბრაზილიელი, თამაშის დროს, თავს პროვოკაციის უფლებას აძლევს.

“ბარსელონას” ჩემპიონობას ვულოცავ. გასულ სეზონში, კატალონიელებთან მატჩში ტიტული ჩვენ მოვიპოვეთ, ამჯერად კი, ეს მათ მოახერხეს.” – განაცხადა “ატლეტიკოს” 31 წლის ფეხბურთელმა.

0.150081