ფეხბურთი

11:58 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: “საუთჰემპტონმა” საუცხოო ფეხბურთი ითამაშა”

პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში “საუთჰემპტონმა” შინ “ასტონ ვილას” 6:1 მოიგო, მატჩის შემდგეგ კი “წმინდანების” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავისი ფეხბურთელების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მანე გასაოცარი იყო. როცა ასეთი მოთამაშე მოედანზე იღებს სივრცეს, ის მეტოქეს ყოველთვის დასჯის. მთელმა გუნდმა დიდებულად იმუშავა, მე მათით ამაყი ვარ. ძალიან ლამაზი გოლები გამოგვივიდა. ჩვენ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, ჩემი ბიჭებით ამაყი ვარ.”- განაცხადა რონალდ კუმანმა.

“საუთჰემპტონის” სენეგალელმა შემტევმა სეიდურ მანემ “ასტონ ვილასთან” მატჩში სამი გოლი 2 წუთსა და 56 წამში გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ჰეთრიკი ავტორი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113583