აბა ახლა სავარძლებში თუ კომპიუტერის სკამებში ტკბილად მოკალათდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ისმინეთ ამბავი ესე, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობ ლამაზმანს, ზაირა ნარას უკავშირდება. ეს ის ზაირა ნარაა, თავის დროზე დიეგო ფორლანმა კინაღამ ცოლად რომ მოიყვანა, მაგრამ მერე ურუგვაელ მეგოლეს რაღაც ბზიკმა უკბინა და ცოლად მოყვანას ვინ ჩივის, საერთოდ მიივიწყა მისი სახელი.
დიეგოს შემდეგ, ზაირა ნარამ არაერთი მამაკაცის დაკუნთული თუ მოფომფლოვებული სხეული იხილა “ლაივში” და არაერთხელ განიცადა გულისწყვეტა ყოფილთა მისგან წასვლის გამო, მაგრამ ეს ამბავი ზაირა ნარას წარსულის დარდებს ნამდვილად არ ეხება. ახლა უკვე დროა მომავალშიც შევიჭვრიტოთ.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, ეს მშვენიერი, ტანფეხდალოცვილი ასული მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ეროტიკულ ფილმებში გადაღებაში ცუდი არაფერია და თუკი ფოტოკამერის წინ შეიძლება ტიტლიკანად წამოპლაკვა, მამაკაცის მკლავებში გატრუნვაც არაა ურიგო ამბავი. ჰოდა, ახლა ზაირა ნარა ეროტიკული ფილმის გადაღებებშია ჩართული და იმედი ვიქონიოთ, რომ კარგი ფილმი გამოვა. ხარისხი ხომ უმთავრესია ცხოვრებაში!…







