ფეხბურთი

21:42 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყურადღება აუტსაიდერებისკენ

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დამთავრებამდე ორი ტურიღა დარჩა. ჩემპიონი გარკვეულია – გორის “დილა.” საპრიზო ადგილების ამბავიც, ფაქტობრივად, ცნობილია, მეორე-მესამე ადგილებს ალბათ თბილისისა და ბათუმის დინამოელები დაიკავებენ. მეოთხეზე ცხინვალია და თუ თბილისის “დინამომ” ქვეყნის თასი მოიპოვა, ევროთასზე კახი კაჭარავას შეგირდები გავლენ, თუ სამტრედიელებმა იმარჯვეს თასის ფინალში, მაშინ ისინი 21-ე საუკუნეში პირველად მიიღებენ ევროსაგზურს.

ცხრილის ქვედა ნაწილში კი ჯერჯერობით გაურკვევლობაა. “ზესტაფონთან” ერთად გავარდნის მთავარი კანდიდატები “ვიტ ჯორჯია” და “მეტალურგი” არიან და ბოლო ორი ტური მათთვის ფინალებივით იქნება. “სიონმა” გასულ ტურში ბათუმის “დინამოს” მოუგო და ცოტა ამოისუნთქა, თუმცა თავი ქუდში ჯერ არც ბოლნისელებს აქვთ. ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. ამიტომ საინტერესო იქნება “ცხინვალი”- “მეტალურგის,” “ვიტ ჯორჯია”- “კოლხეთისა” და “ზუგდიდი”- “სიონის” შეხვედრები.

29-ე ტური. 17 მაისი. კვირა

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, დ. კურტანიძე, ჯ. ხორავა, გ. დოგრაშვილი, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ჯემალ გოგიაშვილი (გურია)

პირველ წრეში: 2:1

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი)

მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა.” 17:00

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, მ. კუპატაძე, კ. სადილიანი, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

ჩიხურა (საჩხერე) – სამტრედია

ივანწმინდა. ცენტრალური. 17:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზვ. ერქვანია, ფ. ჭაავა, დ. სანოძე (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: გიორგი გაბედავა, გიორგი დათუნაიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი (სამივე სამტრედია)

პირველ წრეში: 1:3

ცხინვალი – მეტალურგი (რუსთავი)

თბილისი.”მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 17:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ა. აფციაური, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ბიძინა მახარობლიძე (ცხინვალი)

პირველ წრეში: 1:1

ტორპედო (ქუთაისი) – შუქურა (ქობულეთი)

ქუთაისი. ”რამაზ შენგელია.” 17:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ფიფია, ა.კოკაია, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: გიორგი ქიმაძე (ტორპედო)

პირველ წრეში: 1:2

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 17:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ი.უკლება, დ. გაბისონია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: შოთა დავლაშელიძე (ვიტ ჯორჯია); გიორგი კილასონია (კოლხეთი)

პირველ წრეში: 1:2

ზუგდიდი – სიონი (ბოლნისი)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 17:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ა. ჟივიძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: დავით სვანიძე (სიონი)

პირველ წრეში: 0:0

დინამო (ბათუმი) – ზესტაფონი

(ბათუმის დინამოს ტექნიკური 3:0)

მეგოლეები:

14 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

12 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამოთბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 – ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი), გიორგი ჩირგაძე (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.11732