ფეხბურთი

14:40 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოკე "ატლეტიკოს" დატოვებას არ აპირებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევმა კოკემ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში კვლავ "როხიბლანკოს" ღირსებას დაიცავს. 23 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს კატალონიის "ბარსელონა", "პარი სერ ჟერმენი", ლონდონის "ჩელსი" და სხვა ევროპული გრანდები იჩენენ.

"დარწმუნებული ვარ, რომ "ატლეტიკოში" თამაშს გავაგრძელებ. მომდევნო სეზონში "როხიბლანკოს" მაისურით ვიასპარეზებ და ამაში ეჭვიც არ მეპარება." - განაცხადა კოკემ.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა მადრიდული გუნდის მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა. კოკეს სატრანსფერო ღირებულებამ კი 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრის ბოლომდე 40 მილიონიდან 50 მილიონ ევრომდე მოიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109101