ფეხბურთი

12:05 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მილნერი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ჯეიმს მილნერი კარიერას “ლივერპულში გააგრძელებს. 29 წლის ფეხბურთელს “ქალაქელებთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

ჯეიმსს შემოთავაზება ლონდონის “არსენალისგანაც” ჰქონდა, თუმცა მაინც “მერსისაიდელების” ვარიანტი არჩია. “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს, მიუხედავად ამისა, მილნერი იმედოვნებს, რომ ახალ გუნდში მისთვის სასურველ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშებს.

ინგლისელს ახალ გუნდში ხელფასის სახით კვირაში 100 000 გირვანქა სტერლინგი ექნება და კლუბში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

მიმდინარე სეზონში მილნერმა 43 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111256