ბირმინგემის “ასტონ ვილა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გერმანული “კიოლნის” მეკარის ტიმო ჰორნის დამატებას ეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი.
ბირმინგემული კლუბის ახალი მწვრთნელი ტიმ შერვუდი ბრედ გუზანის თამაშით უკმაყოფილოა და შემადგენლობიდან ამოაგდო, ხოლო მისი შემცვლელი შეი გივენი 39 წლისაა და უმაღლეს დონეზე თამაში გაუჭირდება. ამიტომაც, კლუბმა ახალი მეკარის შეძენაზე დაიწყო ფიქრი და თვალი ახალგაზრდა გერმანელმა მეკარეს დაადგა, რომელსაც “კიოლნთან” მოქმედი კონტრაქტი 2019-წლამდე აკავშირებს და 5 მილიონ ევროდაა შეფასებული.
22 წლის კიპერმა მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრა ჩაატარა და 38 გოლი გაუშვა.





