ფეხბურთი

16:52 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ასათიანი “ლოკომოტივს” მწვრთნელებს ხშირ ცვლას არ ურჩევს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მალხაზ ასათიანმა მოსკოვის “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას ურჩია, რომ ახალ მწვრთნელს გუნდის “ასაშენებლად” ორი წელი მაინც აცალონ. ამის შესახებ ასათიანმა, რომელსაც მოსკოველთა რიგებში არაერთი წელი გაუტარებია, “სოვეტსკი სპორტთან” ინტერვიუში მას შემდეგ ისაუბრა, რაც “ლოკომოტივის” თავკაცის პოსტი მიოდრაგ ბოჟოვიჩმა დატოვა.

- მალხაზ, “ლოკოდან” მორიგი მწვრთნელი წავიდა...

- სიახლე არავისთვისაა, რომ ამჟამად კლუბში მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. ალბათ, ხელმძღვანელობის სტილია, რომ ყოველ წელს ვინმე შეცვალოს. ვფიქრობ, ეს პრობლემაა და მწვრთნელების ასეთი ხშირი ცვლა სასურველ შედეგს არ მოიტანს.

- ხუთი წლის განმავლობაში ექვსი მწვრთნელის შეცვლა კატასტროფაა?

- ზოგჯერ ერთი სეზონის განმავლობაში ორი მწვრთნელსაც უმუშავია.

- პრეტენდენტთა სამეულიდან: ბერდიევი, გონჩარენკო, კარპინი, “ლოკოს” ყველაზე მეტად ვინ გამოადგება?

- რთული სათქმელია. ისინი ხომ რისკავენ, რომ მხოლოდ წელიწადი იმუშავონ. ჩემი აზრით, ახლა ბევრი სპეციალისტი ამ კლუბის წინადადებას სიფრთხილით მოეკიდება. მიმაჩნია, რომ “ლოკომოტივის” ხელმძღვანელებმა ახალ მწვრთნელს გუნდის შესაქმენელად 2-3 წელი უნდა მისცენ. მათ ყოველ სეზონში მწვრთნელის შეცვლა არ უნდა იჩქარონ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122172