სხვა

15:27 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური ჩირაღდანი თბილისშია

თბილისის აეროპორტში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩირაღდნის პრეზენტაცია გაიმართა. ქართული დიზაინით შექმნილი ჩირაღდანი უკვე საქართველოშია. იგი საზეიმო ვითარებაში ფესტივალის თილისმა, ხოხობი პიკისგან "თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა ჩაიბარა. ოლიმპიური ჩირაღდანზე ქართული კულტურის სიმბოლოები, ვაზი და ყურძენია გამოხატული.

ალექსი ახვლედიანი ("თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი): " საქართველოსთვის ბედნიერი დღეა. 6 თვე მზადდებოდა ჩვენს მიერ შეკვეთილი ჩირაღდანი, რომელიც ქართული ორნამეტებითა და ჩვენი ემბლემითაა გაფორმებული. 26 მაისს საბერძნეთში ტრადიციულად აინთება ოლიმპიური ცეცხლი სპეციალურად "თბილისი 2015"-სთვის. 700 მეჩირაღდნე მას მთელ საქართველოს შემოატარებს. ამით შეიძლება ითქვას, რომ "თბილისი 2015"-სთვის მზადება დასრულებულია და ახლა ველოდებით ცეცხლის ჩამოსვლას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ორასზე მეტ ქვეყანაში საქართველო იქნება 35-ე ქვეყანა, რომელიც ოლიმპიურ ცეცხლს უმასპინძლებს".

რაც შეეხება ოლიმპიურ ცეცხლს, იგი საქართველოში საბერძნეთიდან 26 მაისს ჩამოვა. ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრს მოივლის, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტები. თბილისში კი ოლიმპიური თამაშების სიმბოლო 14 ივლისს შემოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087169