ფეხბურთი

13:13 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა გიოტცე საჯაროდ დაიცვა

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი მარიო გიოტცე საჯაროდ დაიცვა. ბუნდესნაკრების თავკაცმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ფრანც ბეკენბაუერმა გიოტცე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ დროა მარიო “გაიზარდოს” და თამაში გააუმჯობესოს.

“არაობიექტური კრიტიკისა და დისკუსიის მიზეზი არ მესმის, მითუმეტეს როდესაც საკამათო არაფერია. არცთუ დიდი ხნის წინ, მარიო საუკეთესო იყო, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი გმირი გახდა და ახლა უცებ ყველაფერი გაუარესდა? ეს საქმისადმი ძალიან მარტივი მიდგომაა”, - განაცხადა ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ ვებგვერდთან.

“უსამართლოა გიოტცეს თამაში მხოლოდ იმით შეაფასო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთადერთი გოლი გაიტანა. მარტო ამ მოლოდინით ცხოვრება არ შეიძლება. ჩემთვის ერთი რამ ნათელია - მარიო ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელსაც შედეგის ჩვენება ნებისმიერ მატჩში შეუძლია. გიოტცეს შეუძლია გაიზარდოს როგორც მოთამაშე და პიროვნება. თუმცა, ბიჭს შეცდომის უფლება აქვს. მარიოს “ბაიერნსა” და გერმანიის ნაკრებში საუცხოო მომავალი აქვს. უდავოა, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა”, - თქვა ლიოვმა.

0.101364