ფეხბურთი

15:50 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგს” ვოლანდის შეძენა სურს

ჩემპიონთა ლიგაზე გასული “ვოლფსბურგი” გაძლიერებაზე ზრუნვას განაგრძობს და მაქს კრუზეს დამატების შემდეგ, გერმანიის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის კევინ ვოლანდის შეძენა სურს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი გამოცემა Kicker–ი ავრცელებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი მშვენიერ სეზონს ატარებს და მისით რამდენიმე ძლიერი კლუბი ინტერესდება. მას “ჰოფენჰაიმთან” მოქმედი კონტრაქტი 2017-წლამდე აკავშირებს და 20 მილიონ ევროდაა შეფასებული.

22 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 34 შეხვედრა ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 8-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.083351