ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი ევროპის ლიგას მეორეხარისხოვან ტურნირად არ მიიჩნევს და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი ევროთასების საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
ბოლო პერიოდში გუნდი ევროპის ლიგაზე რეგულარულად მონაწილეობდა, მაგრამ გადამწყვეტ ფაზამდე მისვლას ვერ ახერხებდა. ჯერ კიდევ ჰარი რედნაპის დროიდან, გულშემატკივრები ტურნირს ზერელედ უყურებდნენ, მაგრამ კეინი სხვაგვარად ფიქრობს. მას არც მატჩების სიმრავლე აშინებს და SkySports-თან საუბარში ამბობს:
“ჩვენ ტიტულის მოგება გვინდა და ევროპის ლიგა ამის საშუალებას იძლევა. პრემიერლიგის ბოლო ორი თამაში უნდა მოვიგოთ, რათა ამ ტურნირზე მოხვდეთ. კონკურენცია სერიოზული იქნება. ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდები ზუსტად ისეთ სიტუაციაში არიან, როგორშიც ევროპის ლიგის მონაწილეები - მათაც სხვებზე ხშირად უწევთ თამაში და ამით ევროპის ლიგა განსხვავებული არაა. რა თქმა უნდა, უმთავრესი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა და ვფიქრობ, გამოცდილების მატებასთან ერთად ამასაც მოვახერხებთ”.
21 წლის კეინმა ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შვიდი გოლი გაიტანა.







