თამაშგარე

10:25 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ფრუშო იმუქრება

მკერდაზიდული იტალიელი მოდელი, მარიკა ფრუშო, როგორც იცით, “ნაპოლის” დიდი გულშემატკივარია და მტერმაც და მოყვარემაც კარგად იცის, რომ მარიკას ამ კლუბისათვის არათუ საკუთარი ნერვები და სახსრები, არამედ ტანსაცმლის შემოძარცვაც კი არასოდეს დაუზარებია.

ნეაპოლიტანური კლუბიხ ბოლოდროინდელმა რბილად რომ ვთქვათ არცთუ დამაჯერებელმა გამოსვლამ ნაპოლის რიგითი ქომაგების პარალელურად, მარიკასაც გვარიანად მოუშხამა ნერვები და ახლა ეს ძუძუმთა ქალბატონი იძახის, რომ თუ რაფაელ ბენიტესის ბიჭებმა ასე გააგრძელეს, მას “ნაპოლიზე” შეიძლება გული საერთოდ აუცრუვდეს.

სხვათა შორის, მარიკა ფრუშო იგივეს იძახდა შარშანაც და იმუქრებოდა, თუ “ნაპოლი” წელს ვერაფერს მოიგებს, ამ კლუბს ისე განვაგდებ, როგორც ნახმარ ბოტასსო, მაგრამ იტალიის თასის მოგების შემდეგ, მუქარა მუქარად დარჩა და მარიკას დანაპირები არ აუსრულებია. ახლა კი, რას იზამს კაცმა არ იცის...

0.055619