ფეხბურთი

14:30 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორნმუთმა” შესაძლოა ბერბატოვი დაიმატოს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მომდევნო სეზონიდან პრემიერლიგის ახალი მონაწილე “ბორნმუთი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “მონაკოდან” დიმიტარ ბერბატოვის გადაბირებას შეეცდება.

ბულგარელი ფეხბურთელი პრემიერლიგას კარგად იცნობს. წლების განმავლობაში თავდამსხმელი “ტოტენჰემის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ფულემის” ღირსებას იცავდა.

ფრანგულ კლუბთან დიმიტარს კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 37 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108189