თამაშგარე

10:23 | 10.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია, ზაფხული და ვაშლატამა

იტალიელი ფეხბურთელის, გრაციანო პელეს შეყვარებული, მოდელი ვიქტორია ვარგა, ვაშლატამასავით ქალია. რატომ მაინცდამაინც ვაშლატამა? ჯერ ერთი, საზოგადოებას ვაშლატამასავით მაშინ ახსენებს თავს, როდესაც ყველაზე ნაკლებად მოველით და მეორეც - როგორც თავად იძახის, წელიწადის დროებიდან მხოლოდ ზაფხული ანიჭებს სიამოვნებას.

ზაფხულის მინიჭებული სიამოვნება რისი მაქნისია, როდესაც გვერდით გრაციანოსთანა ჯეელი გიკოტრიალებს, მაგრამ ვიქტორია ვარგამ თავისი საქმე ჩვენზე უკეთ იცის და მოდით ნურც გემოვნებას დავუწუნებთ მით უმეტეს, რომ ეს ის გოგო არაა, რომელიც სათქმელს გულში დაიტოვებს.

აგერ უკვე სამი წელია, გრაციანო პელე და ვიქტორია ვარგა შეყვარებულების სტატუსით თანაცხოვრობენ. ფეხბურთელი იწმუნება, სულ მალე ჩვენი ურთიერთობები გაოფიციალურდებაო, რაც ბუნებრივია ძალიან უნდა ვიქტორიასაც. საპატარძლო კაბის მორგებაზე როგორც ჩანს მართლაც ყველა ქალი ოცნებობს...

0.170851