ჩვენს რუბრიკაში იმდენ ლამაზმან არგენტინელ ასულზე გვიწერია, მათ ჩამოთვლას დიდი ძალღონე და ენერგია დასჭირდება, მაგრამ, ჯერ არაფერი გვიქვამს “ვიქტორია სიქრიტსის” უმშვენიერეს მოდელზე, კაროლინ არდოაინიზე, რომელიც მის სამშობლოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მომხიბვლელი ქალია.
თანამემამულე მოდელებისგან განსხვავებით, კაროლინს ფეხბურთს ჩოგბურთი ურჩევნია და თავადაც ხშირად უჭირავს ჩოგანი ხელში. ეს გოგონა ჩოგბურთის კორტის ტრიბუნაზეც ხშირად დაულანდავთ და ისიც ცნობილი ამბავია, რომ რამდენიმე წლის წინ, ნაკლებაც ცნობილ არგენტინელ ჩოგბურთელს ხვდებოდა.
ამჟამად კაროლინი თავისუფლებით ტკბება და ბულვარული მედიის ბევრი ძიებისა და კვლევის მიუხედავად, ვერც ერთხელ ვერ გამოიჭირეს უხერხულ სიტუაციაში. თავისუფლება რა თქმა უნდა ყველას განსხვავებულად ესმის. კაროლინისთვის კი თავისუფლება მშვიდ ცხოვრებასა და ჩოგბურთის სიყვარულს ნიშნავს.







