ფეხბურთი

7:09 | 8.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” “დინამოს” წინააღმდეგ

9 მაისს, ქობულეთის “ჩელე არენის” ცარიელი ტრიბუნების ფონზე, სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება. ბათუმის “დინამო” თბილისელ თანაკლუბელებს უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ჩემპიონობის შანსს საბოლოოდ დააკარგვინებს, რადგან, სავარაუდოდ, “დილა” “კოლხეთთან” გაიმარჯვებს. თუ თბილისელებმა მოიგეს, მაშინ ბათუმელები შეეშვებიან პირველობაზე ფიქრს. ყაიმის შემთხვევაში კი “დილა”ძალიან მიუახლოვდება ტიტულს.

ეს ყველაფერი, ცხადია, ვარაუდებია. ისე კი, სასიამოვნოა, ამდენი ხნის შემდეგ “ბათუმი” – “დინამოს” შეხვედრა ისევ ყურადღების ცენტრში რომ მოექცა. 90-იანის მეორე ნახევარში ხომ ამათი დაპირისპირება ეროვნული ფეხბურთის მთავარი ჰიტი იყო.

ცუდია, რომ ტრიბუნებზე მაყურებელი არ იქნება. მოგეხსენებათ, გულშემატკივართა უმსგავსო საქციელის გამო ბათუმელთა ”შინაური” სარბიელი დისკვალიფიცირებულია. თბილისის “დინამო” მოქმედი ჩემპიონია, ბათუმისა კი წლევანდელ სეზონში აღზევდა უმაღლეს ლიგაში და ვინ წარმოიდგენდა, რომ მაისში, ტურნირის ბოლოს, ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნებოდა.

ორ დინამოს შორის ჩატარებული ყოველი მატჩი ტრადიციულად უკომპრომისო ბრძოლით აღინიშნება, მომავალი შეხვედრა კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 47-ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 46 მატჩიდან, 33-ჯერ მტკვრისპირელებმა იმარჯვეს, 7 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 6 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 101:42 თბილისელთა სასარგებლოდ. არ დაგვავიწყდეს, რომ პირველ წრეში, შარშან, 6 ნოემბერს, “დინამო არენაზე,” ბათუმელებმა გელა გოგიტიძის გოლით იმარჯვეს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

რაც შეეხება ლიდერ “დილას,” გორელებმა ბოლო 4 მატჩი მოიგეს და შაბათსაც მხოლოდ გამარჯვებას შეეცდებიან. თავის მხრივ, კოლხებს 6 ტურია აღარ წაუგიათ და ამჯერადაც ადვილად არაფერს დათმობენ. მაგრამ მაინც გვგონია, რომ გორელები სამ ქულას მოიპოვებენ.

8 მაისი

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – შუქურა (ქობულეთი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 17:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. ფიფია, ზ. მენთეშაშვილი, გ. ვადაჭკორია (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: გიორგი ჩელებაძე (შუქურა)

პირველ წრეში: 0:2

მერანი (მარტვილი) – მეტალურგი (რუსთავი)

მარტვილი. “მურთაზ ხურცილავა.” 17:00

მსაჯები: დ. სანოძე, ი. კაკაბაძე, ი. უკლება, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:1

9 მაისი

დინამო (ბათუმი) – დინამო (თბილისი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, მ. კუპატაძე, დ. გაბისონია, გ. კიკაჩეიშვილი, ი. კვირიკაშვილი, ა. ნონიკაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

გურია (ლანჩხუთი) – სამტრედია

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: ერეკლე კილაძე, კობა შალამბერიძე (ორივე გურია); ზურაბ ხიზანიშვილი (სამტრედია)

პირველ წრეში: 1:3

ზუგდიდი – ჩიხურა (საჩხერე)

ზუგდიდი. “ბაიას” ბაზა. 17:00

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ს. სპიცინი, ბ. ნინუა (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ღონღაძე, გოდერძი მაჩაიძე (ორივე ზუგდიდი)

პირველ წრეში: 0:1

ტორპედო (ქუთაისი) – სიონი (ბოლნისი)

ქუთაისი. “რამაზ შენგელია.” 17:00

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ლ. თოდრია, ა. კოკაია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 0:1

დილა (გორი) – კოლხეთი (ფოთი)

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ბ. ჭიჭინაძე, ა. ჟივიძე, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

ცხინვალი – ზესტაფონი 3:0 (ტექნიკური წაგება ზესტაფონს)

მეგოლეები:

13 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამობათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამოთბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სამტრედია   4 - 2    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ზესტაფონი   0 - 3    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ვიტ ჯორჯია

შემადგენლობა

მოვლენები

მეტალურგი   1 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   3 - 2    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 3    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   1 - 1    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   3 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.245827