ფეხბურთი

13:41 | 6.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ “ბარსელონას” და “ბაიერნის” შესახებ ისაუბრა

არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესი “კამპ ნოუს” პრეს ოთახში ლუის ენრიკესთან ერთად მივიდა და “ბაიერნთან” დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ბლაუგრანას” “თვითერის” ოფიციალური გვერდის ცნობით, პრესკონფერენციას 180 ჟურნალისტი დაესწრო, 35 სატელევიზიო კამერა და 20 ფოტოგრაფი იღებდა.

- პეპ გვარდიოლას შესახებ...

ლიონელ მესი: “გვარდიოლა კარგად გვიცნობს და მასთან ერთად ბევრი ტიტულის მოგების ბედნიერება გვქონდა. იგი ისეთი სტილის მწვრთნელია, რომელიც ყველაფერს აანალიზებს. ასე რომ, მან იმ ფეხბურთელების შესახებაც იცის, რომლებიც მისი აქ ყოფნის პერიოდში არ იყვნენ. რეგულარული კონტაქტი გვარდიოლასთან აღარ მაქვს, მაგრამ აქ ყოფნის პერიოდში დიდებული ურთიერთობა მქონდა. რასაც პეპთან ერთად მივაღწიე, შესანიშნავი იყო, გავიზარდე, ბევრი ვისწავლე და ახლაც მინდა უფრო მეტი შევიმეცნო ფეხბურთისგან. გვარდიოლა კარგად გვიცნობს და ჩვენც ვიცნობთ მას. ვიცით თუ რას მოთხოვს თავის გუნდს და ფეხბურთელებს.

გულშემატკივრებისგან პეპის სახელის სკანდირებას ველოდები, რადგან მან “ბარსელონაში” ყოფნისას ყველაფერი მოიგო, რაც კი შეიძლებოდა. მატჩის დაწყების შემდეგ კი გულშემატკივრებს შეუძლიათ ჩვეულებისამებრ გვიგულშემატკივრონ.

არ მინდა მწვრთნელები შევადარო. ყოველი მათგანი განსხვავებულია და ველოდებით ცვლილებებს, როდესაც ერთი მათგანი მიდის და მეორე მოდის. ლუის ენრიკე და პეპი ცდილობენ ფეხბურთელებს დაუახლოვდნენ და შექმნან კარგი ჯგუფი.”

- მიუნხენის “ბაიერნის” შესახებ...

- ნახევარფინალში ვართ ძლიერ მეტოქესთან ერთად. 2012/13 წლების სეზონის ნახევარფინალური დაპირისპირებები კარგად არ გვახსენდება, მაგრამ ახლა გუნდები განსხვავდებიან და ეს მატჩიც განსხვავებული იქნება. ვიცი მათ ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ “ბაიერნი” ისეთი დიდი კლუბია, რომელიც ამის გამო არ დაიჩივლებს. არ ვიცი რობერტ ლევანდოვსკი დამცავი ნიღბით ითამაშებს თუ არა. ბევრ ფეხბურთელს უთამაშია ნიღბით და თუ კლუბი გადაწყვეტს მას შეუძლია თამაში, პრობლემას ვერ ვხედავ.

- ბარსელონელ თანაგუნდელებზე...

- ჩემი ურთიერთობა ლუის ენრიკესთან ნორმალურია და ისეთივე კარგი, როგორიც დანარჩენ გუნდის წარმომადგენლებთან. პრობლემები არ გვაქვს. მწვრთნელმა გადაწყვიტა თუ ვინ იდგება კარში “ბაიერნის” წინააღმდეგ. ტერ შტეგენმა გუნდში მოსვლის პირველივე დღიდანვე გამაოცა, რადგან მას დიდი პოტონციალი აქვს. დღესდღეისობით, გვაქვს ორ მეკარეს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება. ვფიქრობ, რომ როდესაც გყავს ლუის სუარესის და ნეიმარის სახით მაღალი დონის ფეხბურთელები, ადვილია მათ კარგად შეეწყო. ლუისმა ადაპტაცია ძალიან სწრაფად გაიარა და ჩვენ ყველას კარგად შეგვეწყო.

- მიმდინარე სეზონის მიზნებზე...

- გასულ სეზონში ნახევარფინალში ვერ გავედით და ახლა ფინალში გასვლა გვწყურია. ჩვენი ასპარეზობიდან გამომდინარე თავს კარგად ვგრძნობთ, მშვიდად ვართ და საქმეებს ნაბიჯ-ნაბიჯ მივსდევთ. სეზონის ბოლომდე ბევრი დრო არ დარჩა და ვიცით სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. მიმდინარე სეზონი განსაკუთრებულია, რადგან სამი ტიტულის მოგებისთვის ვიბრძვით. გასულ სეზონში ეს ვერ მოვახერხეთ, ასე რომ, ახლა გვინდა ტიტულების მოხვეჭა. ბერლინამდე ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი მატჩები გველის, ჯერ კიდევ ადრეა ფინალზე და თასის აწევაზე ფიქრი. ახლა შეგვიძლია, “ბაიერნის” დამარცხებაზე ვიფიქროთ.

“ბარსელონა” ახალ თავკაცს კარგად შეეწყო. თავიდან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ახლა მოწოდების სიმაღლეზე და ტიტულების მოგებასთან ახლოს ვართ. მწვრთნელმა თავდასხმაში თავისუფლება მომცა და სადაც ვისურვებ იქ გადავადგილდები. შემიძლია ცენტრშიც ვიმოძრაო, გააჩნია მატჩს, თუ ვის ვხვდებით.

გასული სეზონი ჩემთვის რთული გახლდათ. ტრავმებმა კარგ თამაშში ხელი შემიშალა, გამოჯანმრთელების შემდეგ თავს ისე კომფორტულად ვერ ვგრძნობდი, როგორც მინდოდა. საბედნიეროდ ამ სეზონში ყველაფერი სასიკეთოდაა. გუნდის ერთი ნაწილი ვარ, ისევე როგორც სხვა. ყველას გვინდა ტიტულის მოპოვება. სწორი გეზი გვაქვს აღებული და თავს კომფორტულად ვგრძნობთ.

0.119937