საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა ორშაბათს “გენკის” შემადგენლობაში ვერ ივარჯიშა.
ინტერნეტპორტალ nieuwsblad.be-ს ინფორმაციით, ის წვრთნაზე გამოცხადდა, მაგრამ სახლში გააბრუნეს, რადგან თვალის ანთება აქვს. ოქრიაშვილმა მკურნალობა უკვე დაიწყო.
nieuwsblad.be იუწყება, რომ საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ზარანდიაა, რომელსაც ტრავმის გამო 2 თვე გაუცდა, ინდივიდუალურად ვარჯიშობს.







