ფეხბურთი

15:42 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერს” მოტას დაბრუნება სურს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის “ინტერს” “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის ტიაგო მოტას დაბრუნება სურს. “ნერაძური” გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას მომდევნო სეზონისთვის აპირებს.

ბრაზილიური ფესვების მქონე მოთამაშე “ინტერში” 2009 წლის ზაფხულიდან 2012 წლის ზაფხულამდე ასპარეზობდა და 83 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

32 წლის ტიაგოს პარიზელებთან კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს და პსჟ სურს იტალიელს ხელშეკრულება ორი წლით გაუხანგრძლივოს.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონს შესთავაზებს იტალიური მხარე ფრანგულს. მოტას სატრანსფერო ღირებულება მიმდინარე სეზონში 1 მილიონით დაეცა და ამჟამად მისი ყიდვა 5 მილიონ ევროდაა შესაძლებელი. 2014/15 სათამაშო წელს ფეხბურთელმა 35 მატჩი ჩაატარა და თავი 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109094