ფეხბურთი

0:20 | 4.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფავრის მე-100 მოგება

სერბმა გოიკო კაჩარმა ბოლო წუთებზე გაიტანა, რითაც “ჰამბურგს” სტუმრად “მაინცთან” მოაგებინა. ამ გამარჯვებამ ბრუნო ლაბადიას გუნდი ბოლოსწინა ადგილიდან ბოლოდან მეხუთეზე გადაიყვანა, ანუ სამი საფეხურით ზემოთ ასწია.

“მაინცი”, რომელიც ბოლო თვენახევარში შესანიშნავად თამაშობდა, ამჯერად ნაკლებად მოტივირებული იყო და ამით ისარგებლეს კიდეც ჰამბურგელებმა. სხვა მატჩებთან შედარებით, კარგად ითამაშა რაფაელ ვან დერ ვაარტმა, თუმცა ეს ის ვან დერ ვაარტი აღარაა, “აიაქსში” და “რეალში” რომ იყო.

ექსპრესივითაა ლუსიენ ფავრის “გლადბახი”, რომელმაც ისევ მოიგო და თან, თამაშითაც აშკარად აჯობა “ჰერტას”. ბერლინში თავიდან გლადბახელთა ფორვარდმა მაქს კრუზემ გაიტანა, რასაც შვეიცარიელი შტოკერის გამთანაბრებელი გოლი მოჰყვა, ბოლოს კი მაინც ლუსიენ ფავრის გუნდმა იმარჯვა – შეცვლაზე შესულმა იბრაჰიმა ტრაორემ.

ცნობისთვის, ეს იყო ლუსიენ ფავრის მე-100 მოგება ბუნდესლიგაში. მართლაც ძლიერი მწვრთნელია და აი, შედეგიც: “გლადბახმა” ოთხეული სამი კვირის წინ გაინაღდა, ახლა კი მეორე ადგილისთვის იბრძვის.

მაინცი-ჰამბურგი 1:2 (0:1)

მაინცი: კარიუსი, ბელი, ბენგსტონი, ბროზინსკი, ბიუნგერტი, ბაუმგარტლინგერი (ალაგუი 82), გაისი, კუ (დე ბლაზისი 71), სოტო (მალი 33), სამპერიო, ოკაზაკი

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

ჰამბურგი: ადლერი, რაიკოვიჩი, ოსტრჟოლეკი, ჯურუ, ვესტერმანი, კაჩარი, ილიჩევიჩი (შტიბერი 77), ნიკო მიულერი (იანსენი 39), ვან დერ ვაარტი, ოლიჩი (რუდნევსი 83), ლასოგა

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გოლები: 0:1 ბაუმგარტლინგერი (37 ავტოგოლი), 1:1 მალი (76), 1:2 კაჩარი (87)

გაფრთხილება: ბიუნგერტი (46), ოლიჩი (50), ბაუმგარტლინგერი (53), დე ბლაზისი (80), კაჩარი (81), ალაგუი (90)

გაძევება: ბროზინსკი (89)

მსაჯი: შიპელი

ბურთის ფლობა: 58-42, დარტყმა: 9 (5) - 13 (5), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 3-4, ჯარიმა: 12-12

ჰერტა-გლადბახი 1:2 (1;1)

ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ბრუქსი, ლუსტენბერგერი (ნიმაიერი 71), ნჯენგი (ბენჰატიტა 76), პეკარიკი, პლატენჰარდტი, შკიელბრედი, შტოკერი (რონი 82), ჰარაგუჩი, კალუ

მწვრთნელი: პალ დარდაი

გლადბახი: ზომერი, ბრაუერსი, იანჩკე, ჯონსონი (თორგან აზარი 79), კორბი, ვენდტი, ჰერმანი (ტრაორე 73), კრამერი, ჯაკა, მაქს კრუზე, რაფელი (ნორდვაიტი 90)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 0:1 კრუზე (11), 1;1 შტოკერი (13), 1:2 ტრაორე (85)

გაფრთხილება: შკიელბრედი (15), ჯაკა (31), კალუ (38), კორბი (53), ჰერმანი (70)

მსაჯი: კინჰოფერი

ბურთის ფლობა: 31-69, დარტყმა: 10 (3) - 18 (7), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 5-2, ჯარიმა: 14-10

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142756