ფეხბურთი

23:02 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლანის გუნდი გალიდერდა

საფრანგეთის 35-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართა.

"ლილისა" და "ლანსის" დაპირისპირება რენე ჟირარის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ანგარიში "ლანსის" არგენტინელმა ფორვარდმა პაბლო ჩავარიამ გახსნა. 24-ე წუთზე "ლანსის" 17 წლის ინგლისელმა მცველმა ტეილორ მურიმ გრძელი პასი მეტოქის საჯარიმოსკენ გააკეთა, სადაც ბურთს ჩავარია დახვდა, მის წინ კი გამოცდილი ჩეხი მცველი დევიდ როზენჰალი აღმოჩნდა. ჩავარიამ სწრაფად იმოქმედა, გაცდა მცველს და მეკარესთან პირისპირ გასულმა მახვილი კუთხიდან ანგარიში გახსნა. ტაიმის მიწურულს "ლილის" 19 წლის შემტევი ადამა ტრაორე მეტოქის საჯარიმოში ლოიკ ლანდრემ წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ბუფალმა შანსი გამოიყენა. ტაიმი ფრედ დასრულდა.

74-ე წუთზე "ლილის" მარცხენა მცველმა ჯიბრილ სიდიბემ იაქტიურა. მას მხარი თანაგუნდელმა ადამა ტრაორემ აუბა, საჯარიმოში შეჭრილმა სიდიბემ "ლანსის" მცველებს აჯობა, ბოლო მომენტში აჰმედ კანტარს დაასწრო და ზუსტი დარტყმით ანგარიში შეცვალა. "ლილი" დაწინაურდა. მატჩის მიწურულს "ლილის" მოთამაშეებმა სწრაფი კონტრშეტევა განავითარეს, მოედნის ბოლო მესამედში კი ბალმონტის პასით ორიჯიმ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"ლილის" მსგავსად დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა "მონაკომ." ანგარიში ბერნარდო სილვამ გახსნა, მაგრამ მეტოქემ მოახერხა გათანაბრება. ტაიმის ბოლოს მარტიალის ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით კვლავ მასპინძლები დაწინაურდნენ და მატჩის დარჩენილი დროც მათი უპირატესობით წარიმართა. აღსანიშნავია მოუტინიოს კარგი თამაში, რომელმაც მეორე ნახევარში ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ საგოლე პასი შეასრულა.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ყველაზე საინტერესო თამაში "ლუი ფონტენუზე" გაიმართა, სადაც პარიზელებმა პირველ ტაიმშივე დააფიქსირეს მატჩის საბოლოო შედეგი. ბლანის გუნდის გამარჯვება მოსალოდნელი იყო. პირველ წუთზე კავანიმ გაიტანა. სწრაფ გოლს ნახევარ საათში მატუიდის გოლი მოჰყვა. ეს იყო და ეს.

ლიგა 1-ს პსჟ ლიდერობს, მას სამი ქულით ჩამორჩება "ლიონი." ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ინტრიგა შენარჩუნებულია.

ლილი – ლანსი 3:1 (1:1)

ვილენუვე, “სტად პიერ მურუ.”

ლილი: ენიამა, როზენჰალი, კიაერი, სიდიბე, პავარი, ბალმონტი, გაიე, ლოპესი (ორიჯი 64), ბუფალი, ტრაორე, რუქსი (მენდესი 85)

მთავარი მწვრთნელი: ჟირარი

ლანსი: რიუ, კანტარი (ბა 86), ლანდრე, ბულენგერი, მური, ლე მოინე, ვალდივია, სიპრიენი (მადიანი 80), კულიბალი (ელ ჟადუ 73), ჩავარია, ტუზგარი

მთავარი მწვრთნელი: კომბუარე

გოლები: 0:1 ჩავარია (მურის პასით 24), 1:1 ბუფალი (თერთმეტმეტრიანი 41), 2:1 სიდიბე (74), 3:1 ორიჯი (ბალმონტის პასით 90+3)

მთავარი მსაჯი: შაპრონი

გაფრთხილება: გაიე (14), ტუზგარი (28), ლანდრე (40), კიაერი (69), ბუფალი (78), კანტარი (81)

მონაკო – ტულუზა 4:1 (2:1)

მონაკო, “ლუი მეორე”

მონაკო: სუბასიჩი, კარვალიო, რაჯი, აბდენური, კურზავა, ფაბინიო, მოუტინიო, კონდოგბია (ბაკაიოკო 89), კარასკო (დირარი 66), ბერნარდო სილვა, მარტიალი (ჯერმაინი 90)

მთავარი მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

ტულუზა: აჰამადა, მათეუსი, ნინკოვი, ბიიკი, აკპრო, იაგო, სირექსი ტრეხო (გრიგორე 82), ბოდიგერი, ბრეითვაითი (რეგატინი 81), ბენ იედერი (პესიჩი 81)

მთავარი მწვრთნელი: არიბაჟე

გოლები: 1:0 ბერნარდო სილვა (კარასკოს პასი 9), 1:1 ბრეითვაითი (ტრეხოს პასი 26), 2:1 მარტიალი (თერთმეტმეტრიანი 45+1), 3:1 მოუტინიო (რაჯის პასი 56), 4:1 ჯერმაინი (მოუტინიოს პასი 90+2)

მთავარი მსაჯი: რეინვილე

გაფრთხილება: კონდოგბია (43), რაჯი (44)

გაძევება: დირარი (80), ბიიკი (80)

ნანტი – პსჟ 0:2 (0:2)

ნანტი, “ლუი ფონტენუ”

ნანტი: რიუ, ვიზკარონდო, ჯილობოჯი, სისოკო, უდელი (ნ’კუდუ 76), გომისი, ბესატი, დუქსი (რონგიე 83), ბედოია, ვერეტუტი, გაკპე (ბამუ 87)

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

პსჟ: დუჩეზი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მარკინიო, მატუიდი (რაბიო 51), მოტა, პასტორე (ლავეცი 82), ვერატი (კაბაი 76), იბრაჰიმოვიჩი, კავანი

მთავარი მწვრთნელი: ბლანი

გოლები: 0:1 კავანი (ვან დერ ვილის პასი 3), 0:2 მატუიდი (იბრაჰიმოვიჩის პასი 31)

მთავარი მსაჯი: ბუკე

გაფრთხილება: ჯილობოჯი (26), ვერატი (37), დუქსი (50), ბესატი (68), მაქსველი (74), მოტა (79), სისოკო (81)

Loading...
0.160499