ფეხბურთი

11:32 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

ივანწმინდაში გამართული შეხვედრის შედეგს ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. საჩხერელებს ევროლიგაზე მოხვედრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გააჩნდათ და ამ შანსის შესანარჩუნებლად აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ. რაც შეეხება ბათუმის “დინამოს”, , ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან და წარმატების შემთხვევაში მიზანს კიდევ უფრო დაუახლოვდებოდნენ.

შეხვედრა სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე მათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობაც მიეცათ. ბერიაშვილმა ინდივიდუალური გარღვევა ძლიერი დარტყმით დაასრულა, მაგრამ ბურთს მცველები ჩაუწვნენ და სიტუაცია განმუხტეს.

მე-11 წუთზე ზემოიმერლებმა ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს, თუმცა ჩიკვაიძის შესრულებული სტანდარტული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. სამ წუთში სარდალიშვილი ბურთს საჯარიმოს მისადგომებთან დაეუფლა და ახლო კუთხეში გამიზნულად დაარტყა. მამინაშვილი მეტოქეს ჩანაფიქრს მიუხვდა და ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია.

ტაიმის შუაწელს ისევ სარდალიშვილმა იაქტიურა. მან თავისი მეურვე ჩამოიცილა და მახვილგონივრული გადაცემით ხელსაყრელ მდგომარეობაში გაიყვანა კუჭუხიძე, თუმცა საჩხერელთა შემტევის დარტყმა საკმაოდ არაზუსტი გამოდგა.

სარდალიშვილი მომდევნო ეპიზოდშიც გამოირჩა. ამჯერად მან ასისტენტობა მუმლაძეს გაუწია და თანაგუნდელი სტუმართა კიპერთან პირისპირ გაიყვანა. მამინაშვილმა კარი დროულად დატოვა და მომხდურს ბურთთან წამით მიასწრო.

ნახევარი საათის მიწურულს თავის გამოჩენის შანსი განუგრავას ჰქონდა. კუჭუხიძის განივი გადაცემის შემდეგ იგი ხელსაყრელი მდგომარეობიდან ურტყამდა, თუმცა ოდნავ ააცილა. თითქმის მაშინვე, ჩიკვაიძის მოწოდებულ კუთხურს მუმლაძემ თავით მიმართულება შეუცვალა, მაგრამ ბურთი კარის ბადეს ზემოდან დაეცა.

აჭარელებმა სახიფათო მომენტი შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე შექმნეს. თევდორაძის დიაგონალური გადაცემის შემდეგ ქავთარაძემ ჩიკვაიძე ჩამოიტოვა და საჯარიმოში შეჭრილმა შორეული კუთხისკენ გამიზნულად გაისროლა. უკანასკნელ წამს ბურთს ბაჯელიძე ჩაუწვა და ხიფათი განმუხტა.

ტაიმის ბოლო აკორდში ისევ მასპინძლებმა შეუტიეს. კორიფაძემ მარჯვენა ფლანგზე გაილაღა. მან რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და პირით ხაზთან მისულმა საჯარიმოში შევარდნილ მუმლაძისკენ გამჭოლი გადაცემა განახორციელა. საჩხერელთა ფორვარდი ნახევარბრუნში შეუჩერებლად ურტყამდა, მაგრამ მამინაშვილმაც იყოჩაღა და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

მატჩის მეორე ნახევარიც იგივე სცენარით გაგრძელდა. აჭარელებმა მოედნის ცენტრი შეგნებულად დათმეს და დაცვიდან თამაში არჩიეს. ამის გამო ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა ზღვისპირელთა კონტრშეტევები ერთობ სახიფათო იყო.

50-ე წუთზე ივანიშვილის გადაცემით კუჭუხიძე საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. მამინაშვილმა ამჯერადაც სწორი პოზიცია დაიკავა და ახლო კუთხეში ბურთს იოლად დაეუფლა.

ზღვისპირელთა საპასუხო შეტევა შედეგიანი გამოდგა. ქავთარაძის ფლანგურ ჩაწოდებულზე მგელაძემ მეტოქის მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით მასპინძელთა კარის ბადე შეარხია -0:1.

59-ე წუთზე სარდალიშვილი-კუჭუხიძე-ივანიშვილის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი ხელსაყრელი მდგომარეობიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ დარტყმა სუსტად გამოუვიდა და მამინაშვილს ბურთის დაეუფლება არ გასჭირვებია.

10 წუთში ზღვისპირლებს ანგარიშის გაზრდის 100%-იანი შანსი მიეცათ. ტატანაშვილის საუცხოო პასის შემდეგ ბერიაშვილი ქვილითაიას წინააღმდეგ სრულიად მარტოდმარტო აღმოჩნდა. აჭარელთა ფორვარდმა ეპიზოდის დაბოლოება ორიგინალურად გადაწყვიტა და მის შესახვედრად წინ გამოსულ გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო, თუმცა დარტყმა მისთვის უხერხული მარჯვენა ფეხით შეასრულა და ბურთი ხარიხას ოდნავ გადააცილა.

იგრძნეს რა დამარცხების საშიშროება, მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ. ზემოიმერელთაგან განსაკუთრებით სარდალიშვილი და კორიფაძე გამოირჩეოდნენ, რომლებიც თავიანთ ფლანგებზე გარღვევებით სტუმართა მცველებს მოსვენებას არ აძლევდნენ.

74-ე წუთზე კორიფაძის ჩაწოდებულს მუმლაძე შეუჩერებლივ ურტყამდა, მამინაშვილმა აკრობატული ნახტომით ბურთი კუთხურზე მოიგერია. მალე სარდალიშვილი ცდილობდა თავის გამოჩენას, თუმცა აჭარელთა კიპერს ვერც მან აჯობა.

მე-80 წუთზე მოედანზე ცოტა საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. კორიფაძის ფლანგური ჩაწოდებისას ერთ-ერთ მცველს ბურთი ხელზე შეეხო. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა შეხვედრის გაგრძელება ბრძანა, რითაც საჩხერელთა გუნდის ხელმძღვანელობის აღშფოთება გამოიწვია.

აქედან 5 წუთში ზემოიმერლებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ. განუგრავას ჩაწოდებულზე მუმლაძემ მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. მამინაშვილი პრაქტიკულად უმოქმედოდ დარჩა, თუმცა, სტუმართა გასახარად, ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

მასპინძლებს შეტევები არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ, მაგრამ ზღვისპირლებმა თავი კარგად დაიცვეს და მათთვის სასურველი ანგარიში მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

ამ დამარცხებით ,,ჩიხურამ” ევროლიგაზე ზედიზედ მესამედ მოხვედრის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა’’ ორივე გუნდის მწვრთნელს კომენტარი ჩამოართვა:

სოსო ფრუიძე (,,ჩიხურა’’): ,,თასის ნახევარფინალის ჩათვლით ამ კვირაში მესამე შეხვედრის ჩატარება მოგვიხდა. ბიჭები გადაღლილნი იყვნენ, რაც უფრო მათ ფსიქოლოგიურ განწყობაზე აისახა. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა გამოყენება ვერ მოვახერხეთ. ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებ მომავალში.”

ასლან ბალაძე: (,,დინამო“): ,,სეზონის დასაწყისში ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონობის შანსი გვექნებოდა. გუნდის შენებას გეგმაზომიერად ვაგრძელებთ და ჩვენი წარმატება სწორი მუშაობის შედეგია.’’

,,ჩიხურა” (საჩხერე) – ,,დინამო” (ბათუმი) 0:1 (0:0)
2 მაისი. 17.00. ივანწმინდის სტადიონი. 300 მაყურებელი.

,,ჩიხურა: ქვილითაია (კ), თ. ღონღაძე, ბაჯელიძე, ლუბჩაკი, განუგრავა, კუჭუხიძე, მუმლაძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ივანიშვილი (დეკანოიძე 63), ჩიკვაიძე;

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

,,დინამო”: მამინაშვილი, ქორიძე, ტეტუნაშვილი, ბ. მახარაძე (კ), სუხიაშვილი, მგელაძე, გოგიტიძე, ქავთარაძე, თევდორაძე (დიასამიძე 79), ტატანაშვილი (აბუსელიძე 87), ბერიაშვილი (ფარტენაძე 90+2);

მთ. მწვრთნელი: ლევან ხომერიკი

გოლი: 0:1 მგელაძე (55);

გაფრთხილება: თევდორაძე (40), ჩიკვაიძე (60), დეკანოიძე (64), მუმლაძე (87), სუხიაშვილი (89);

არბიტრი: ჯენერი ხორავა

გუნდი

გგ

გმ

+/-

დილა

26

16

6

4

44

20

24

54

დინამო ბთ

26

16

3

7

34

22

12

51

დინამო თბ

26

15

5

6

44

26

18

50

ცხინვალი

26

14

3

9

36

34

2

45

სამტრედია

26

12

6

8

34

23

11

42

ჩიხურა

26

11

6

9

34

30

4

39

გურია

26

9

8

9

30

35

-5

35

ტორპედო

26

8

10

8

34

30

4

34

შუქურა

26

9

7

10

32

35

-3

34

კოლხეთი ფ

26

8

9

9

27

28

-1

33

მერანი

26

8

8

10

23

25

-2

32

ზუგდიდი

26

7

8

11

19

34

-15

29

ზესტაფონი

25

6

8

11

40

46

-6

26

მეტალურგი

26

6

6

14

22

35

-13

24

სიონი

26

6

5

15

25

42

-17

23

ვიტ-ჯორჯია

25

5

4

16

23

36

-13

19

მეგოლეები:

13 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

11 - გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 - გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.290393