ფეხბურთი

22:52 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ქართული კლასიკოს” მოლოდინში

ხუთი ტურიც და 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილებად იქცევა. სატურნირო ვითარება კი ისევ დაძაბულია. თითქოს ზედა სამეულის ამბავი გარკვეულია, მაგრამ “ცხინვალმა” და “სამტრედიამ” კიდევ შეიძლება გაიბრძოლონ. ამასთან, სამეულშიც შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. კაჭარავას შეგირდებმა თბილისის “დინამოს” მიჯრით ორჯერ მოუგეს, ჯერ ჩემპიონატში, შემდეგ თასზე, ჯამში ხუთი გოლი გაუტანეს ერთის წინააღმდეგ და მართალია, თასის გათამაშებას გამოეთიშნენ, ჯერ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ.

თუ პირველი ხუთეულის კალენდარს გადავხედავთ, ყველაზე “იოლი” “დილას” აქვს. გორელებს ლიდერთა ჯგუფიდან მხოლოდ “სამტრედიასთან” გასვლა დარჩათ, დანარჩენი მეტ-ნაკლებად მოსაგები შეხვედრები ელით. მაშინ, როცა თბილისის დინამოელებს კერკეტ “ტორპედოსთან,” სტუმრად ბათუმის “დინამოსთან” და ასევე “ჩიხურასთან” რთული მატჩები დარჩათ, რაც ბოლოდროინდელი მცირე ჩავარდნის ფონზე (“ცხინვალთან” 1:4, 0:1) კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 9 მაისის ქობულეთური შეხვედრა, როცა ბათუმის დინამოელები თბილისელ თანაკლუბელებს მიიღებენ.ეს მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზეჩატარდება.

მოკლედ, “დილას” საკმაოდ კარგი შანსი აქვს ისტორიაში პირველად მოიპოვოს ქვეყნის ჩემპიონობა, თუმცა ამისათვის კიდევ ბევრი ოფლისღვრა მოუწევთ.

რაც შეეხება 26-ე ტურს ყველაზე საინტერესო შეხვედრას, ეს “დინამო” – “ტორპედოა.” მართალია, ქუთაისელები ლიდერთა შორის არ არიან, მაგრამ ბოლო შვიდ მატჩში ხუთი მოიგეს და ეგეც რომ არ იყოს, “დინამოსთან” ყოველთვის განსაკუთრებული შემართებით თამაშობენ. “ქართული კლასიკოს” პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს. მომავალი მატჩი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 59– ეიქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 58 შეხვედრაში, 29- ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 101:56 თბილისელთა სასარგებლოდ არის. სხვათაAშორის, 2 მაისს ქუთაისობაა და ეს ამბავი ტორპედოელებს ალბათ მოტივაციას გაუზრდის.

სხვა მატჩებიდან “სიონი” –“ცხინვალს,” და “ჩიხურა” – ბათუმის “დინამოს”გამოვარჩევდით. “ცხინვალს” ევროთასებზე გასვლა სურს, ბოლო დროს კარგად თამაშობს და სამეულში მოხვედრას ეშურება, ბოლნისელები კი უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვიან, ამიტომ მოწინააღმდეგეს არაფერს დაუთმობენ. ბათუმელები ლიდერ გორელებს კვალში უდგანანდა მათაც დიდი ხნის შემდეგ პირველობის შანსი აქვთ, ამიტომ...

1 მაისი

შუქურა (ქობულეთი) – მერანი (მარტვილი)

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:00

მსაჯები: ბ. ნინუა, ზ. ფიფია, დ. კურტანიძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ჩაფიძე (შუქურა); საბა ლომია, გიგა წურწუმია (ორივე მერანი)

პირველ წრეში:0:1

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:00

მსაჯები:გ. კიკაჩეიშვილი, დ. კვეტენაძე, ი. უკლება, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული:ლუკა კობერიძე (ზუგდიდი)

პირველ წრეში: 1:2

2 მაისი

სამტრედია – კოლხეთი (ფოთი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:00

მსაჯები:ი. კვირიკაშვილი, მ. კუპატაძე, ი. კაკაბაძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული:ლევან კაკუბავა (სამტრედია)

პირველ წრეში:0:0

სიონი (ბოლნისი) – ცხინვალი

გორი. “თენგიზ ბურჯანაზე.” 17:00

მსაჯები:გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში:1:2

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი)

რუსთავი. “ფოლადი.” 17:00

მსაჯები:გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ზვ. ერქვანია, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული:გივი ქარქუზაშვილი (დილა)

პირველ წრეში:2:3

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (ბათუმი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 17:00

მსაჯები:ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი, დ. სანოძე, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები:თეიმურაზ შონია, ბექა ვარშანიძე (ორივე – დინამო)

პირველ წრეში:0:0

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, ა. ნონიკაშვილი, შ. ქუხილავა, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ოთარ კაკაბაძე (დინამო)

პირველ წრეში:2:1

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა, ლაშა შინდაგორიძე (ორივე – ცხინვალი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123717