სხვა

19:51 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიღმის საცურაო აუზის მშენებლობა დასრულდა

30 აპრილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აკაკი ლოდია თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის მშენებარე საცურაო აუზი დაათვალიერა, რომელიც დიღომში, ამერიკის საელჩოს გვერდით მდებარეობს.

საცურაო აუზი, რომელსაც სამინისტროს მეთვაყურეობით სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო შპს „სპორტმშენსერვისი" აშენებდა დასრულდა. საცურაო აუზი წინასწარ განსაზღვრული დროის მიხედვით აშენდა, დარჩენილია მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალებების გაკეთება და მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელზეც მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

უახლოეს პერიოდში აუზი სატესტო რეჟიმში გადავა. აკაკი ლოდიას მასპინძლობა „სპორტმშენსერვისის" დირექტორმა ლევან ტარყაშვილმა გაუწია.

საცურაო აუზი, რომელშიც შესაძლებელი იქნება წყალბურთის, ცურვის, სინქრონული ცურვის და წყალში ხტომის ტურნირების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს და თავისუფლად შეეძლება ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობა, რაც აქედანვე შეთანხმებულია შესაბამის საერთაშორისო ფედერაციებთან.

სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086827