ფეხბურთი

15:26 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნავასი შესაძლოა “სევილიაში” დაბრუნდეს

“მანჩესტერ სიტი” სეზონის დასრულების შემდეგ შემადგენლობის გადახალისებას შეეცდება. გუნდიდან წამსვლელთა შორის კი ერთ-ერთი ხესუს ნავასია. ესპანური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ესპანელი ინგლისურ გრანდს დატოვებს, იგი მშობლიურ კლუბ “სევილიას” მიაშურებს.

ანდალუსიური კლუბის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი პრემიერლიგაში 2013 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნავასმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 1 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. “სევილიას” მაისურით შემტევმა 10 სეზონის განმავლობაში 388 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 34 გოლი და 77 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 2012 წლის თებერვლის შემდეგ არ შეცვლილა და 20 მილიონ ევროს შეადგენს. ესპანელს ინგლისელებთან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114138