ფეხბურთი

20:12 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა გამარჯვებები რუმინეთსა და ფარერებზე

რუმინეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში “კლუჟმა” შინ 2:1 დაამარცხა “კონკორდია.” მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი ჭანტურია, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა მოედნის დატოვების შემდეგ, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ტაიმი “კონკორდიას” გამარჯვებით დასრულდა, 87-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. მასპინძელთაგან გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე ტიაგო ლოპესმა გაიტანა. რუმინეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კლუჟი” 23 ქულით მე-17 ადგილზეა.

ფარერის კუნძულების რანგით პირველ ლიგის მერვე ტურში “სუდურუმ” საშინაო გამარჯვება მოიპოვა. ქართველი ფეხბურთელების გუნდმა 2:1 დაამარცხა “სტრეიმური.” ვალერი იობაშვილმა და მამუკა ტორონჯაძემ სრულად ითამაშეს. ამ გამარჯვებით “სუდურუმ” ბოლო, მეათე ადგილს თავი დააღწია და 6 ქულით მერვე ადგილზე აინაცვლა.

http://kvf.fo/netvarp/sv/2015/04/13/15041332fcsuduroyab

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12997