ფეხბურთი

18:14 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

26 მაისს თასის ფინალში: “დინამო” – “სამტრედია”

სამშაბათს საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. “მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მინდორზე “ცხინვალმა” თბილისის “დინამოს” მინიმალური ანგარიშით მოუგო, მაგრამ პირველი შეხვედრა 0:2 ჰქონდა წაგებული და დინამოელები ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდნენ.

“სამტრედიამ” ‘ჩიხურა” ისევ დაამარცხა, ამჯერად 3:0 და ფინალში პირველად ითამაშებს.

საქართველოს თასის ნახევარფინალი. საპასუხო მატჩები. 28 აპრილი

ცხინვალი – დინამო (თბილისი) 1:0 (1:0)

1:0 გიორგი ივანიშვილი (39)

პირველი მატჩი: 0:2

სამტრედია – ჩიხურა (საჩხერე) 3:0 (1:0)

1:0 ალექსანდრე იაშვილი (29), 2:0 თორნიკე გორგიაშვილი (62), 3:0 თორნიკე კაპანაძე (70)

პირველი მატჩი:1:0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112297