ფეხბურთი

12:22 | 27.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ასოციაციამ ჯერარდი და ლამპარდი დააჯილდოვა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ პრემიერლიგიდან აშშ-ს ჩემპიონატში მიმავალ ფეხბურთელებს, “ლივერპულის” და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველებს, სტივენ ჯერარდს და ფრენკ ლამპარდს ინგლისურ ფეხბურთში გაწეული სამსახურისთვის საპატიო ჯილდო გადასცა.

ორივე ფეხბურთელი ზაფხულიდან MLS-ში გააგრძელებს კარიერას. ჯერარდი “ნიუ იორკ რედ ბულსში” იასპარეზებს, ხოლო ლამპარდი – “ნიუ იორკ სიტიში”.

ჯერარდმა კარიერის განმავლობაში პრემიერლიგაში 500 მატჩი ჩაატარა და 117 გოლი გაიტანა. ლონდონის “ჩელსის” ლეგენდამ კი 613 მატჩში – 177 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108552