მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველით მიტჩელ ვაიზერით “ლევერკუზენი” და “ბენფიკა” ინტერესდებიან – იუწყება გერმანული პრესა.
ახალგაზრდა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი უმთავრდება, რომლის გახანგრძლივებაზეც ჯერჯერობით არაფერი ისმის. სავარაუდოდ, 21 წლის ნახევრმცველი “ალიანს არენას” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და მსურველ კლუბს უფასოდ შეეძლება მისი აყვანა.
როგორც ცნობილია, ვაიზერს გერმანიიდან წასვლა არ სურს და ამიტომაც, “ბენფიკას” წინადადება უარყო, ხოლო “ლევერკუზენის” წინადადება მისთვის მისაღებია.
ვაიზერმა მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.







