25-26 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს მასპინძოლობს. რბოლები გაიმართება ხუთ სხვადასხვა კლასში - ფორმულა, ლეგენდა, ჰონდას თასი, მოტიციკლები და ახალი BMW Compact Cup.
ლეგენდის რბოლა 14:20 საათზე გადაიცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში. ქართველ პილოტებთან ძალების მოსასინჯად ჩამოდის ლეგენდების ლატვიელი ჩემპიონი.
რბოლაში ჯამში სამოცდაათამდე სპორტსმენი მონაწილეობს. რბოლები 14:00 საათზე იწყება და საღამომდე გაგრძელდება. სტარტზე ისევ დგას ფორმულების რეკორდული რაოდენობა, ლეგენდებში იბრძვის ევროპის სამგზის ჩემპიონი ლეგენდების კლასში - დათა ქაჯაია, უპრეცენდენტოთ მაღალია BMW Compact Cup-ზე მონაწილე ავტომობილების რიცხვი. 20 ავტომობილი სტარტზე - ლეგენდარული გერმანული მარკის არცერთ გულშემატკივარს გულგრილს არ დატოვებს.
BMW Compact Cup-ის გენერალური სპონსორია „თეგეტა მოტორსი“ და „შელის“ საავტომობილო ზეთები, რომელმაც საპრიზო ფონდი დააწესა საუკეთესო პილოტებისთვის ამ კლასში.
ღონისძიების მედია პარტნიორები არიან - პირველი არხი, TVS, რადიოები - ფორტუნა +, არ დაიდარდო, ავტორადიო, რადიო ჯაკო და ჟურნალი „ავტობილდი“.









