ფეხბურთი

14:03 | 24.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერტეზაკერმა შესაძლოა “ჩელსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშოს

ლონდონის “არსენალის” ვიცე-კაპიტანმა, გერმანელმა მცველმა პერ მერტეზაკერმა, შესაძლოა გუნდის უახლოესი თამაში გამოტოვოს.

“მეთოფეები” 26 აპრილს “ჩელსის” ეთამაშებიან, 30 წლის მერტეზაკერის მდგომარეობაზე კი, კლუბის ოფიციალურ საიტს გუნდის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ესაუბრა.

“პერმა დაზიანება გასულ კვირაში, “რედინგთან” მატჩში მიიღო და მას შემდეგ აღარ უვარჯიშია. ამიტომ, მიჭირს იმის თქმა, მზად იქნება თუ არა ის შაბათს გასამართი შეხვედრისთვის. მოცემული მომენტისთვის შანსები 50/50-ზეა. მის გარდა ყველა ის ფეხბურთელი, რომლებმაც გასულ კვირაში ითამაშეს, მზადყოფნაში არიან. გაბრიელი მოედანზე გასასვლელად მზადაა და თუ პერი თამაშს ვერ მოახერხებს, მის ადგილს სწორედ ბრაზილიელი დაიკავებს” - განაცხადა ვენგერმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114007