ინგლისური “სანდერლენდი” ბრემენის “ვერდერის” თავდამსხმელით ფრანკო დი სანტოთი ინტერესდება – იუწყება ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “შავ კატებს” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში წინა ხაზის გაძლიერება სურთ და მზად არიან, რომ არგენტინელში 8 მილიონი ფუნტი გაიღონ.
26 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.







