ფეხბურთი

10:22 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სამგან ბრძოლა, ერთგან დასვენება

ხუთშაბათ საღამოს ევროპის ლიგის მთავარი პრიზისთვის მებრძოლი გუნდების რაოდენობა ოთხამდე ოფიციალურად შემცირდება. 2014/2015 წლების გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ, “ნაპოლიმ” ნახევარფინალში თამაში პრაქტიკულად გაინაღდა, დანარჩენ შეხვედრებში კი, ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდება.

ნეაპოლელებმა “ვოლფსბურგი” სტუმრად 4:1 გაანადგურეს, მაგრამ რაფაელ ბენიტესი ეტიკეტს იცავს და ამბობს, რომ განმეორებითი შეხვედრის წინ მოდუნება დამღუპველი იქნება. ესპანელი სპეციალისტი შეგირდებს ახსენებს, რომ “ვოლფსბურგს” მძლავრი შეტევის ხაზი ჰყავს და გარკვეულ პირობებში მათ ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლიათ. არადა, 1:4 - ეს სარეკორდო მარცხია “ვოლფსბურგისთვის” ევროთასებზე გამართულ საშინაო შეხვედრებში. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლი” 1/4-ფინალში პირველად 1989 წელს გავიდა და მაშინ დიეგო მარადონასთან ერთად უეფას თასი მოიგო.

სანქტ-პეტერბურგის “ზენიტმა” სტუმრად გამართულ მატჩში ვეღარ გაძლო და დასკვნით 15 წუთში გაშვებული გოლებით 1:2 დამარცხდა. მაგრამ ეს ის შედეგი არაა, რომლის აღმოფხვრაც საკუთარ კედლებში შეუძლებელი იქნება. მით უმეტეს, რომ დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადეს და ანდრე ვილაშ-ბოაშის განკარგულებაში იქნებიან სმოლნიკოვი, კრიშიტო, დანი და ჰალკი. სამაგიეროდ, ახლა დასჯილები არიან გარაი და რიაზანცევი. “სევილიას” აგერ 12 მატჩია წაგება არ უგემია და ამ სერიის გახანგრძლივებით ევროპის ლიგის ნახევარფინალში გასვლას ეცდება. სხვათა შორის, ევროპის ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა ეს ტურნირი სამივე იმ შემთხვევაში მოიგო, როდესაც 1/4-ფინალში ითამაშა და ამ ტრადიციის გაგრძელებას ახლაც ეცდება.

ჯაბა კანკავას “დნიპრომ”, რომელიც ევროთასებზე ასე შორს პირველად გავიდა, მოახერხა და ბელგიაში “ბრიუგესთან” მატჩი ფრედ დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ბელგიელებს ამ ტურნირზე ჯერ თამაში არ წაუგიათ და 11-ჯერ გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულეს. ფრე მათთვის ახლაც მომგებიანი იქნება, მით უმეტეს, თუ გოლის გატანას ორივე გუნდი მოახერხებს. აღსანიშნავია, რომ “დნიპროს” მწვრთნელი მოკლე სათადარიგოთა სკამის გამო წუხს და იმედოვნებს, რომ საქმე თერთმეტმეტრიანების სერიამდე არ მივა, რადგან აქ მის გუნდს პრობლემები აქვს, გამოსასწორებლად კი, დრო პრაქტიკულად აღარ რჩება.

“ფიორენტინას” უკრაინულ კლუბებთან 9 თამაში აქვს ჩატარებული და ხუთჯერ გამარჯვებული დარჩა, ხოლო ოთხი თამაში ფრედ დასრულდა. გარდა ამისა, ევროთასების მეოთხედფინალური ეტაპიდან ფლორენციელები არასდროს გავარდნილან და ახლაც იმედიანად არიან. მართალია “ფიორენტინამ” უკანასკნელი ხუთი თამაშიდან ოთხი წააგო, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა იმედოვნებს, რომ შიდა ასპარეზის წარუმატებელი სერია ევროთასებზე არ იმოქმედებს. თავის მხრივ, კიევის “დინამოს” წაუგებელი სერია შვიდ შეხვედრამდე გაიზარდა, მაგრამ მათთვის გოლის გატანა აუცილებელი რომაა, გუნდს შეტევაში მოუწევს თამაში და ამით შესაძლოა დაცვაში პრობლემები შეექმნას.

ევროპის ლიგის 1/4-ფინალი. განმეორებითი მატჩები

23 აპრილი. 23:05 საათი (თბილისის დროით)

ზენიტი (რუსეთი) - სევილია (ესპანეთი) (პირველი მატჩი 1:2)

ზენიტი (სავარაუდო შემადგენლობა): ლოდიგინი, ანიუკოვი, ნეტუ, ლომბარტსი, კრიშიტო, სმოლნიკოვი, შატოვი, ხავი გარსია, ვიტცელი, დანი, ჰალკი.

ვერ ითამაშებენ: ფაიზულინი, მოგილევეცი (ორივე ტრავმა), გარაი, რიაზანცევი (ორივე დისკვალიფიკაცია)

სევილია (სავარაუდო შემადგენლობა): სერხიო რიკო, კოკე, პარეხა, კარისუ, ტრემულინასი, კრიხოვიაკი, იბორა, ვიდალი, ბანეგა, ვიტოლო, ბაკა.

ვერ ითამაშებს: კარისუ (ტრავმა)

დნიპრო (უკრაინა) - ბრიუგე (ბელგია) (0:0)

დნიპრო (სავარაუდო შემადგენლობა): ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, ლეო მატოსი, კანკავა, როტანი, ბეზუსიმ ლუჩკევიჩი, კონოპლიანკა, კალინიჩი.

ვერ ითამაშებენ: მაზუხი, ზოზულია (ორივე ტრავმა)

კითხვის ნიშნის ქვეშ: მატეუსი

ბრიუგე (სავარაუდო შემადგენლობა): რაიანი, დე ფაუვი, სიმონსი, მეხელე, დე ბოკი, ვორმერი, სილვა, ვასქესი, რაფაელოვი, ულარე, ისკერდო.

ვერ ითამაშებს: ენგელსი (ტრავმა)

კითხვის ნიშნის ქვეშ: მენიე, დუარტე, გედოზი, ბოლინგოლი-მბომბო.

ფიორენტინა (იტალია) - დინამო (კიევი, უკრაინა) (1:1)

ფიორენტინა (სავარაუდო შემადგენლობა): ნეტო, რიჩარდსი, გონსალო როდრიგესი, ბასანტა, პასკუალი, მატიას ფერნანდესი, ბადელი, ბორხა ვალერო, ილიჩიჩი, გომესი, სალახი.

ვერ ითამაშებენ: როსი, ბაბაკარი (ორივე ტრავმა)

კითხვის ნიშნის ქვეშ: ბადელი

დინამო (სავარაუდო შემადგენლობა): შოვკოვსკი, დანილო სილვა, ხაჩერიდი, ვიდა, ანტუნეში, რიბალკა, ბელიანდა, სიდორჩუკი, იარომლენკო, ლენსი, კრავეცი.

ვერ ითამაშებენ: მაკარენკო, ველოზუ (ორივე ტრავმა)

ნაპოლი (იტალია) - ვოლფსბურგი (გერმანია) (4:1)

ნაპოლი (სავარაუდო შემადგენლობა): ანდუხარი, მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულიამი, დავიდ ლოპესი, ინლერი, კალეხონი, გაბიადინი, მერტენსი, საპატა.

ვერ ითამაშებენ: სუნიგა, მიჩუ (ორივე ტრავმა)

კითხვის ნიშნის ქვეშ: ჰამშიკი, იგუაინი.

ვოლფსბურგი (სავარაუდო შემადგენლობა): ბენალიო, ტრეში, კნოხე, ნალდო, როდრიგესი, გილიავოგი, ლუის გუსტავო, ვიეირინია, არნოლდი, პერიშიჩი, დოსტი.

ვერ ითამაშებენ: შურლე, დე ბრუინი (ორივე ტრავმა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118404