ფეხბურთი

23:31 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰეკინგი: “დე ბრუინი კლუბში რჩება”

“ვოლფსბურგის” მთავარი მწვრთნელის დიტერ ჰეკინგის განცხადებით, კევინ დე ბრუინი გუნდს არ დატოვებს. ბელგიელი ფეხბურთელის შესახებ ჰეკინგი Bild-ს ესაუბრა.

“შესაძლოა მიუნხენურმა კლუბმა დე ბრუინის შეძენის წინადადებით მოგვმართოს, თუმცა ბელგიელი მოთამაშე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მისი გაშვება არ იგეგმება” – აღნიშნა ჰეკინგმა.

გავრცელებული ინფორმაციით კევინ დე ბრუინის შეძენის სურვილი მიუნხენის “ბაიერნსა” და “მანჩესტერ სიტის” აქვთ, თუმცა როგორც ჰეკინგმა აღნიშნა, “ვოლფსბურგი” ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს.

23 წლის ბელგიელმა მიმდინარე სეზონში გერმანიის ბუნდესლიგის 29 მატჩში 10 გოლი გაიტანა. “ვოლფსბურგი” 61 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა 12 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბაიერნს.”

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113361