ფეხბურთი

16:42 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იაგიელონიას” ქართველები დააკლდებიან

პოლონეთის ექსტრაკლასაში მოასპარეზე ბიალისტოკის “იაგიელონიას” მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობიერჟი ქართველი შემტევი ნახევარმცველის ნიკა ძალამიძის ჯანმრთელობით გარისკვას არ აპირებს.

ამის შესახებ პრობიერჟმა ინტერნეტპორტალ poranny.pl-თან ინტერვიუში განაცხადა. ძალამიძემ 27-ე ტურში სტუმრად შჩეცინის “პოგონთან” წაგებული (0:2) მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს კუნთი დაიზიანა და შეცვალეს. მაშინ, ექიმებმა მას ორკვირიანი დასვენება გამოუწერეს. მართალია, ქართველი უკეთაა, მაგრამ პრობიერჟს არ სურს, რომ ფეხბურთელს ტრავმა გაუმიზეზდეს. ამიტომ, ის მომდევნო ტურში “ბელხატოვთან” ვერ იასპარეზებს.

მომავალ მატჩს “იაგელონიას” მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძეც გამოტოვებს. თუმცა, ამ შემთხვევაში მიზეზი ტრავმა არაა. ფოფხაძეს პოლონეთის ჩემპიონატში 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და ამიტომ ვერ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116521