ლეგენდარული ვეტერანი არგენტინელი ნახევარმცველი, ხუან სებასტიან ვერონი, ერთ-ერთი იმ მამაკაცთაგანია, რომელთაც იდეურად არ სურთ ცოლის მოყვანა და მთელი ცხოვრება უცოლო კაცის თავისუფლებით აპირებენ ტკბობას. არგენტინელი სულ 3 თვის განმავლობაში იყო ცოლიანი და ეს ცოლ-ქმრობა მარტივად დასრულდა. მელოტ არგენტინელს არაერთხელ უსაუბრია ამ საკითხზე.
მიუხედავად იმისა, რომ ხუან სებასტიან ვერონის ტიპაჟი უბრალოდ არ იძლევა ჭორის მიზეზს მის სრულფასოვან მამაკაცობასთან დაავშირებით, ბულვარული მედია მაინც გამოთქვამდა ეჭვს, რომ არგენტინელი ფეხბურთელი შეიძლება სულაც არ იყო ისეთი, ჩვენ რომ ვიცით. თუმცა, ამ ზღაპრების ალბათ მსგავსი სუსულელეების გამავრცელებლებსაც არ სჯერათ.
ამ ცოტა ხნის წინათ, ხუან ვერონმა განაცხადა, რომ უკვე თვეა, რაც საკუთარი ავტობიოგრაფიული წიგნის წერა აქვს დაწყებული და იქ თავისი პირადი ცხოვრების შესახებაც დეტალურად ისაუბრებს. ვერონმა ასევე ისიც დაანონსა, რომ აღნიშნულ წიგნში ბევრი სკანდალური თემა იქნება გამომზეურებული. დაველოდოთ - აგერ ვართ ჩვენ და აგერაა ვერონი.







