ფეხბურთი

1:54 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონს" მოსაგებად ძალა არ ეყო

საფრანგეთის ლიგა 1-ში 33-ე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. ევროპალიგის ზონაში მოხვედრისთვის მებრძოლი კლუბების “ლილისა” და “ბორდოს” დაპირისპირება შედგა. “სტად პიერ მურუზე” მასპინძლებმა საწყის წუთებში მოახერხეს ანგარიშის გახსნა, მატჩის დიდმა ნაწილმა კი ორმხრივ შეტევებში ჩაიარა. შეხვედრის მიწურულს ტრაორემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა კონკურენტი დაამარცხეს, ცხრილში კი მდგომარეობა განიმტკიცეს. სეზონის მიწურულს სწორედ მდგომარეობის გამყარებაა გუნდების მთავარი მოტივაცია.

ტურის ცენტრალური მატჩი ფრედ დასრულდა. “ლიონმა” ათი კაცით ითამაშა მატჩის დიდი ნაწილი, თუმცა წაგებას მაინც გადაურჩა, რაც საშინაო არენის ფაქტორმაც განაპირობა. ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლა ბოლო ფაზაში შედის, თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრაზე იმის თქმა შეიძლება, რომ “სენტ ეტიენმა” უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. გალტიეს ფეხბურთელებმა პირველ ტაიმშივე შეძლეს ანგარიშის შემოტრიალება, თუმცა შესვენების შემდეგ “ლიონი” მონდომებით ათამაშდა, “სენტ ეტიენის” ფსიქოლოგიური თუ სათამაშო უპირატესობა კი ნელ-ნელა შემცირდა.

65 ქულით ”ლიონი” კვლავ ლიდერია, ადენივე ქულა აქვს “პსჟ-ს.” ბლანის გუნდს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული. ამიტომაც ამ მომენტისთვის პარიზელებს ჩემპიონობის მეტი შანსი აქვთ.

ლილი – ბორდო 2:0 (1:0)

ვილენუვე, “სტად პიერ-მურუ.”

ლილი: ენიამა, ბასა, კიაერი, კორჩია (პავარი 71), სიდიბე, ბალმონტი, მავუბა (ორიჯი 77), გაიე, ლოპესი (ტრაორე 63), ბუფალი, რუქსი

მთავარი მწვრთნელი: ჟირარი

ბორდო: კარასო, მარიანო, სანე, პალოისი (მაურის-ბელაი 71), ილორი, იამბერე (საივე 32 ), პლასილი, შანტომი, ჰაზრი (კონტენტო 84), პოკო, როლანი

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

გოლები: 1:0 რუქსი (13), 2:0 ტრაორე (90+4)

მთავარი მსაჯი: მაურის ლესაჟე

გაფრთხილება: მარიანო (30), მავუბა (37), ბალმონტი (65), პოკო (65), ილორი (68), ტრაორე (86)

მონპელიე – კაენი 1:0 (1:0)

მონპელიე, “სტად დე ლა მოსონი.”

მონპელიე: ჟურდრენი, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, დელაპლანე, საიჰი, დაბო (კამარა 80), მარტინი (ლასნე 77), ბარიოსი, მუნიე, ბერიგუდი (მარვუა 67)

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

კაენი: ვერკუტრი, იაჰია, და სილვა, იმორუ, აპია, სუბე, ფერეტი (ლემარი 39), კანტე, კოიტა (პრივატე 71), ნანგისი (ბასილე 62), სალა

მთავარი მწვრთნელი: გარანდე

გოლი: 1:0 ჰილტონი (4)

მთავარი მსაჯი: ანტონი გოტიე

გაფრთხილება: ბასილე (66), კონგრე (69)

ლიონი – სენტ ეტიენი 2:2 (1:2)

ლიონი, “სტად ჟერლანდი.”

ლიონი: ლოპესი, ჟალე, ბედიმო, როუსი, უმტიტი, გონალონსი, ფერი (გრენიე 70), ფეკირი (იატარა 79), ტოლისო, ლაკაზეტი, ნ’ჟიე (გეზალი 87)

მთავარი მწვრთნელი: ფურნიე

სენტ ეტიენი: რუფიე, პერინი, კლერკი, ბაისე (ჰამუმა 28), კატერინე, კლემენტი, ნ’გუემო (დიომანდე 72), ტაბანუ, კორნეტი (მონე-პაკე 83), ერდინგი, გრადელი

მთავარი მწვრთნელი: გალტიე

გოლები: 1:0 ნ’ჟიე (24), 1:1 გრადელი (თერთმეტმეტრიანი 31), 1:2 ჰამუმა (45), 2:2 ჟალე (48)

მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი

გაფრთხილება: ტოლისო (3), ერდინგი (9), გრადელი (52), ლოპესი (53), კლემენტი (61), ტაბანუ (66), კორნეტი (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.146076