ფეხბურთი

21:22 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “სამტრედია”  სამეულს მიუახლოვდა

“სამტრედია” საკუთარ მოედანზე აუტსაიდერთა რიგებს შორის მყოფ რუსთავის “მეტალურგს” დაუპირისპირდა. მასპინძლებს თითქოს ადვილი გამარჯვება უნდა მოეპოვებინათ, თუმცა რუსთაველების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ელემენტარული პირობები არა აქვს (ხელფასზეც ზედმეტია საუბარი), საკმაოდ დალაგებული ფეხბურთი ითამაშა.

შეხვედრა სწრაფი გოლებით დაიწყო, მატჩი სულ 4 წუთის დაწყებული იყო, როცა ლეონარდო რამოსის მიერ წამოწყებული შეტევა გეწაძემ უძლიერესი და რაც მთავარია ზუსტი დარტყმით გოლად აქცია. 10-ე წუთზე კი დოლიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ანგარიში უფრო დამაჯერებელი გახადა 2-0.

მეორე გოლის გატანის შემდეგ მასპინძლებმა თამაში მოგებულად ჩათვალეს და სიმწვავე და ჟინი მოაკლდათ. მართალია ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა რუსთაველთა კართან, მაგრამ შეტევების დაგვირგვინება არ იყო ზუსტი.

სტუმრების კონტრიერიშები კი საკმაოდ სახიფათო იყო და ერთ-ერთი შეტევა გოლით დასრულდა. 32-ე წუთზე ალექსანდრე სარიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმოს შემდეგ მასპინძელთა საჯარიმოში ყველას მიქაუტაძემ დასწრო და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 2-1.

მეორე ტაიმში სამტრედიელებმა კიდევ უფრო მეტი მონდომებით შეუტიეს მეტოქეს, თუმცა საკმაოდ მწვავე იერიშების საბოლოო ფაზა უზუსტო იყო. ყველაზე რეალური მომენტი მაინც კაპანაძეს ქონდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ტექნიკურად კი დაურტყა ნადირაძეს და გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა. მომდევნო ეპიზოდში ბეჭვაიას კარგი ჩაწოდების შემდეგ ლეონარდო რამოსის ეფექტური თავური დარტყმა აცდა მცირე მანძილით “მეტალურგის” კარს.

შეტევაში გადართულ სამტრედიელებს მატჩის მიწურულს საკმაოდ სახიფათო კონტრიერიში გაეპარათ და შეცვლაზე შემოსულ ბექა ოქროპირიძეს ზუსტად რომ ეთამაშა, მეკარესთან პირისპირ გასულს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ მეკარე თევდორაძემ დამაჯერებლად ითამაშა.

საბოლოოდ მატჩი სამტრედიელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა და გუნდი “სამტრედია” ლიდერებს მიუახლოვდა, აუტსაიდერთა შორის მყოფმა “მეტალურგმა” კი საქმე უფრო გაირთულა.

ზაზა ზამთარაძე: “ჩვენ ორი გოლი ადრიანად შევაგდეთ, ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვება, მოეშვნენ და ამან ცუდი გავლენა იქონია. პირველი ტაიმის ბოლოსკენ გოლი მივიღეთ, რამაც დაძაბა თამაში. კარგია, რომ ავიღეთ სამი ქულა, მაგრამ ჩვენ თვითონვე შევიქმენით ამ თამაშში პრობლემები ზემოთხსენებული მიზეზების გამო. “მეტალურგს” ვუსურვებ წარმატებებს“.

ვარლამ კილასონია: კარგად მოგეხსენებათ, თუ რა მძიმე დღეშია “მეტალურგი”, არაფერი სიახლე არ არის, ფინანსურ პრობლემებთან ერთად არ გვაქვს ელემენტარული საფეხბურთო პირობები. უმაღლესი ლიგის გუნდი თამაშის დღეს არ უნდა მოდიოდეს ამხელა მანძილზე, მიუხედავად ყველაფრისა ბიჭებმა იბრძოლეს და მადლობა მინდა ვუთხრა. რაც შეეხება თამაშს, წაგებას არ ვიმსახურებდით.”

19 აპრილი. სამტრედია. ”ე. მანჯგალაძე” ცენტრალური სტადიონი

”სამტრედია” (სამტრედია) – ”მეტალურგი” (რუსთავი) 2-1 (2-1)

”სამტრედია”: თევდორაძე, კაკუბავა, ხიზანიშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, ბოლქვაძე, დათუნაიშვილი, ლეონარდო (შ. კერძევაძე, 71), გეწაძე (გურული, 86), დოლიძე (გაბედავა, 90), ი. კერძევაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

”მეტალურგი”: ნადირაძე, ციცქიშვილი, გუჯაბიძე ( გოცაძე, 83), ბროლაძე (ოქროპირიძე, 81), ზვიადაძე, მინდორაშვილი, ჩიკვაიძე, ნოზაძე, მიქაუტაძე, ბარამიძე (პაქსაშვილი, 75), სარიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

გოლები: გეწაძე (4), დოლიძე (10), მიქაუტაძე (32)

გაფრთხილება: კაკუბავა (27), ბროლაძე (34)

მთავარი მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე

1. დინამო თბილისი 24 14 5 5 40:20 47
2. დინამო ბათუმი 24 14 3 7 31:21 45
3. დილა 23 13 6 4 34:18 45
4. სამტრედია 24 12 4 8 32:21 40
5. ცხინვალი 24 12 3 9 28:30 39
6. ჩიხურა 24 10 6 8 32:28 36
7. შუქურა 24 9 7 8 29:27 34
8. ტორპედო 24 8 10 6 31:25 34
9. გურია 24 8 8 8 24:33 32
10. კოლხეთი 24 7 8 9 23:27 29
11. ზუგდიდი 24 7 7 10 18:28 28
12. ზესტაფონი 23 6 8 9 40:40 26
13. მერანი 24 6 8 10 17:24 26
14. მეტალურგი 24 6 6 12 22:30 24
15. სიონი 24 6 5 13 22:36 23
16. ვიტ ჯორჯია 24 4 4 16 21:36 16

მეგოლეები:

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ირაკლი მოდებაძე (დილა), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სამტრედია   4 - 2    მერანი

შემადგენლობა

მოვლენები

ზესტაფონი   0 - 3    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

დილა   3 - 0    ვიტ ჯორჯია

შემადგენლობა

მოვლენები

მეტალურგი   1 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   3 - 2    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 3    დინამო ბთ

შემადგენლობა

მოვლენები

კოლხეთი   1 - 1    ცხინვალი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   3 - 0    ჩიხურა

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.242688