ფეხბურთი

16:02 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიოს 2 გოლი 6 წუთში (+VIDEO)

მართალია, ერთ დროს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, რონალდინიო გაუჩოს ვარსკვლავი აღარ კაშკაშებს, მაგრამ “ბარსელონას” ბრაზილიელმა ლეგენდამ 19 აპრილს, გამთენიისას, მსოფლიოს თავი კვლავ შეახსენა.

რონალდინიოს გუნდმა “კერეტარომ” მექსიკის პრიმერადივიზიონის მე-14 ტურში “ამერიკა” სტუმრად 4:0 გაანადგურა. რონი მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა, ორ წუთში გოლი გაიტანა, 90 წუთზე კი დუბლი შეასრულა, მიმდინარე სეზონში კი 20 მატჩში 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

35 წლის ბრაზილიელმა აღნიშნულ შეხვედრამდე განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას არ აპირებს და ფეხბურთში კიდევ რამდენიმე წელი დარჩება. ვნახოთ, როდემდე შეძლებს რონი გულშემატკივრების გატანილი გოლებით გახარებას.

თეგებირონალდინიო
0.139094