მადრიდის “რეალის” ფრანგი მეგოლე, ქარიმ ბენზემა და მისი გულისსწორი, მიშელ მსაფერდო, ამ ზაფხულს დიდი ხნის სურვილს ისრულებენ - მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას აპირებენ - სასტუმროებიც უკვე დაჯავშნილი აქვთ და ბილეთებიც ხელთ უპყრიათ.
მშვენიერი მიშელის თქმით, მას დიდი ხანია სურდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დათვალიერება, მაგრამ ქარიმის რთული და დატვირთული სპორტული გრაფიკი მათი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო, ამ ზაფხულს კი მოგეხენებათ არც მსოფლიოს ჩემპონატია და არც ევროპირველობა.
მიშელ მსაფერდო და ქარიმ ბენზემა დიდი ხანია, რაც შეყვარებულების სტატუსს ატარებენ და თანაცხოვრობენ, მაგრამ ბოლო დროს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, დაქორწინებას არც ჩქარობენ. მგონი საერთოდაც არ აპირებენ, მაგრამ ისიც ხომ ვიცით, რომ ჭეშმარიტი სიყვარული, ყოველგვარ ხელმოწერაზე მეტია.







