ფეხბურთი

15:03 | 18.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პაცინი და კასანო ისევ ერთად

ავტორიტეტული იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” იუწყება, რომ სერია B-ს ბინადარი “ბოლონია” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოცდილი იტალიელი ფორვარდების ანტონიო კასანოსა და ჯამპაოლო პაცინის დამატებას ეცდება. 32 წლის კასანო იანვრიდან მოყოლებული უგუნდოდაა და წესით “როსობლუს” მისი დაყოლიება არ უნდა გაუჭირდეს. რაც შეეხება პაცინის, იგი “მილანის” ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და გუნდს ზაფხულში შეიცვლის.

პაცინი და კასანო გენუის “სამპდორიაში” თანაგუნდელები უკვე იყვნენ და გუნდთან ერთად 2009-2010 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვეს. მაშინ ტანდემს ხშირად ადარებდნენ “სამპას” ლეგენდარული თავდასხმის წყვილს – რობერტო მანჩინისა და ჯანლუკა ვიალის.

“ბოლონია” იტალიის სერია B-ში 35 ტურის შემდეგ 58 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069226