სხვა

10:20 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ფრანგული ოქრო

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში 16 აპრილს მედლების მორიგი კომპლექტი მამაკაცებს შორის 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდა. ატაცში პირველობა არავის დაუთმო მოლდოველმა იური ბულატმა, რომელმაც 172 კილოგრამის აღება შეძლო, მეორე ბელორუსი მიკალაი ნოვიკაუ იყო (166), მესამე კი მოლდოველი ალექასანდრუ დუდოგლუ (165)

ბულატი აკვრაში აშკარად მოისუსტებდა და მან პოზიციები დათმო, სამაგიეროდ ფრანგმა ბენჟამენ ეკუინიმ, რომელცას ატაცში 165 კგ ჰქონდა აკვრა 198 კილოგრამით დაიწყო რაც ოქროსთვის საკმარისი აღმოჩნდა, თუმცა ფრანგმა ჩემპიონმა 202 კილოგრამიც აწია. მეორე ადგილზე მოლდოველი დუდოგლუ გავიდა მესამეზე კი, ბელორუსი ნოვიკაუ.

http://geowf.ge/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121114