ფეხბურთი

12:27 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

სირბილაძე ფინეთის თასის 1/4-ფინალშია

“კუოპიო პალოსეურა”, რომელშიც ირაკლი სირბილაძე გამოდის, ფინეთის საფეხბურთო თასის გათამაშების 1/4-ფინალშია.

“კუოპიო პალოსეურამ” “ლახტი” მიიღო და 2:1 გაიმარჯვა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. მასპინძლებიდან ანგარიში 49-ე წუთზე სავოლაინენმა გახსნა, ხოლო 75-ეზე პენანენმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. სტუმრებმა ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანეს.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის 39-ე ტურში, “ფეირენსემ”, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავს, სტუმრად ლისაბონის “სპორტინგ B”-სთან ქულა აიღო – 2:2. ქართველმა გოლკიპერმა კვლავ 90 წუთი იასპარეზა. “ფეირენსეს” 24-გუნდიან სეგუნდა ლიგაში მე-4 პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114021