ფეხბურთი

9:52 | 16.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის მოლოდინი

ევროპის ლიგის 2014/2015 წლების გათამაშებას რვა გუნდი შემორჩა და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მათი რაოდენობა განახევრდება. 16 აპრილს პირველი თამაშები გაიმართება და მასში ერთი ქართველი, “დიპროს” ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც მიიღებს მონაწილეობას.

ყველაზე რთულ სიტუაციაში სანქტ პეტერბურგის “ზენიტია”, რომელიც თასის მფლობელ “სევილიას” მნიშვნელოვანი დანაკლისით ეწვია - ოთხი ფეხბურთელი დასჯილია, ერთი კი ტრავმირებული. ტრავმების გამო ოთხი მოთამაშე დააკლდება “ბრიუგეს”, ხოლო დანარჩენებს მეტ-ნაკლებად უძლიერესი შემადგენლობა ეყოლებათ. რვა გუნდში ორ-ორი წარმომადგენელი უკრაინას და იტალიას ჰყავს, ხოლო ესპანეთის, რუსეთის, ბელგიისა და გერმანიის სახელს თითო-თითო წარმომადგენელი დაიცავს.

მეოთხედფინალისტებში სამი ისეთი გუნდია, რომელსაც ეს ტურნირი აქამდეც მოუგია: “სევილია” (2006, 2007 და 2014 წლებში), “ზენიტი” (2008) და “ნაპოლი” (1989); რვა გუნდის სამ მწვრთნელს ასევე აქვს მოგებული ევროპის ლიგა: უნაი ემერი (“სევილია”, 2014), “ზენიტის” თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში (“პორტუ”, 2011) და “ნაპოლის” მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი (“ჩელსი”, 2013).

კიევის “დინამო” მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩს “ფიორენტინას” წინააღმდეგ უკრაინაში გამართავს. მიმდინარე სეზონში კიეველებმა ევროთასების ხუთივე საშინაო შეხვედრა მოიგეს და თანაც ორი და მეტი ბურთის სხვაობით. მაგრამ მათ მეტოქე “ფიორენტინას” უკრაინულ კლუბებთან ჩატარებული რვა თამაშიდან ერთიც არ წაუგია - 5 მოგება და 3 ფრე. ფლორენციელებს კიდევ ერთი სასიამოვნო სერია აქვთ - ევროთასების ბოლო 11 გასვლითი თამაშია ამ გუნდს მარცხის სიმწარე არ უგემია და 8 მოგების წილ 3 ფრე დაფიქსირდა.

ევროპის ლიგის ბომბარდირთა დავას რვა-რვა გოლით ალანი (“ზალცბურგი”) და რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”) ლიდერობენ, მაგრამ მათი გუნდები გათამაშებას უკვე გამოეთიშნენ. სამაგიეროდ, ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობენ “ნაპოლი” და “ბრიუგე”, რომელთა ფორვარდებს გონსალო იგუაინს და ლიორ რაფაელოვს ექვს-ექვსი ბურთი აქვთ გატანილი და ბომბარდირთა დავაში დაწინაურებაც შეუძლიათ. სისტემით - გოლი+პასი, სამი ფეხბურთელი ლიდერობს: ანდრეი იარომლენკო კიევის “დინამოდან” (4 გოლი, 6 გადაცემა), კევინ დე ბრეინი (5+5) და ლიორი რაფაელოვი (6+4).

“ბრიუგე” ერთადერთი გუნდია, რომელსაც ამ გათამაშებაში ჯერ თამაში არ წაუგია. ბელგიელები ევროპის ლიგაზე მესამე შესარჩევი ეტაპიდან ჩაერთვნენ და 11 გამარჯვება მოიპოვეს, ხოლო სამი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

“ზენიტი” სევილიაში ჩადის და მისი სერია სტუმრად ჩატარებული ბოლო 18 შეხვედრაა, რომელთაგან ფრედ ერთიც არ დასრულებულა (7 მოგება, 11 წაგება). სანქტ პეტერბურგელებმა ევროთასებზე ბოლოს ფრედ 2011 წლის დეკემბერში, “პორტუსთან” ითამაშეს (0:0). კონკრეტულად ევროპის ლიგაზე “ზენიტს” 11-მატჩიანი უფრეო სერია აქვს (5 მოგება, 6 მარცხი). სერიამ სათავე 2007/2008 წლების გათამაშებიდან აიღო, რომლის ნახევარფინალშიც პეტერბურგელებმა მიუნხენში “ბაიერნთან” 1:1 ითამაშეს.

რვა გუნდს შორის ყველაზე შედეგიანი კიევის “დინამოა”, რომელმაც ათ მატჩში 22 გოლი გაიტანა და მისი საშუალო მაჩვენებელი 2,2 გოლია. მეორე უკრაინული გუნდის, “დნიპროს” შემტევი ევგენი კონოპლიანკა ის მოთამაშია, რომლის წინააღმდეგაც მცველები წესებს ყველაზე ხშირად არღვევენ. მის წინააღმდეგ წესები 36-ჯერ დაირღვა, რაც 10-ით მეტია მეორე ადგილზე მყოფ მოთამაშეზე.

დანიელ კარისუ ევროპის ლიგაზე ჩატარებული მატჩებით ერთპიროვნული ლიდერი გახდება. 1/8-ფინალურ ეტაპზე “სევილიას” პორტუგალიელი მცველი პარაგვაელ თავდამსხმელ ოსკარ კარდოსას გაუტოლდა. დღეისათვის ორივე მათგანის ანგარიშზე 44-44 მატჩია.

“ნაპოლის” მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს “ვოლფსბურგთან” გასამართი პირველი მეოთხედფინალური მატჩის დღეს 55 წელი შეუსრულდება. “ვოლფსბურგი” მეოთხედფინალისტთა შორის ყველაზე გამოუცდელი გუნდია. დღემდე “მგლებმა” ევროთასებზე მხოლოდ 60 თამაში ჩაატარეს. მასზე ორჯერ მეტი თამაში აქვს ჩატარებული ევროთასებზე კიევის “დინამოს” მეკარე ალექსაბდრ შოვკოვსკის. მის ანგარიშზე 133 შეხვედრაა და ის ამ მაჩვენებლით ტურნირზე დარჩენილ მოთამაშეთა შორის ერთპიროვნული ლიდერია. მთლიანობაში, კიეველთა კარის დარაჯს ამ მაჩვენებლით ევროპაში მხოლოდ 18 მოთამაშე სჯობნის.

ევროპის ლიგის 1/4-ფინალი. პირველი მატჩები

16 აპრილი. 23:05 საათი (თბილისის დროით)

სევილია (ესპანეთი) - ზენიტი (რუსეთი)

სევილია (სავარაუდო შემადგენლობა): სერხიო რიკო, კოკე, პარეხა, კარისუ, ტრემულინასი, კრიხოვიაკი, ბანეგა, ვიდალი, იბორა, ვიტოლო, ბაკა.

ვერ ითამაშებს: ბეტუ (ტრავმა)

ზენიტი (სავარაუდო შემადგენლობა): ლოდიგინი, ანიუკოვი, ნეტუ, გარაი, ლომბარტსი, რიაზანცევი, ტიმოშჩუკი, ხავი გარსია, ვიტცელი, შატოვი, რონდონი.

ვერ ითამაშებენ: ფაიზულინი (ტრავმა), სმოლნიკოვი, კრიშიტო, დანი, ჰალკი (ყველა დისკვალიფიკაცია)

ბრიუგე (ბელგია) - დნიპრო (უკრაინა)

ბრიუგე (სავარაუდო შემადგენლობა): რაიანი, დე ფაუვი, მეხელე, სიმონსი, დე ბოკი, ვორმერი, სილვა, ბოლინგოლი-მბომბო, რაფაელოვი, ვასქესი, დე სუტერი.

ვერ ითამაშებენ: ენგელსი, მენიე, დუარტე, გედოზი (ოთხივე ტრავმა)

დნიპრო (სავარაუდო შემადგენლობა): ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩებერიაჩკო, ლეო მატოსი, კანკავა, როტანი, ბეზუსიმ ლუჩკევიჩი, კონოპლიანკა, კალინიჩი.

ვერ ითამაშებენ: მაზუხი, ზოზულია (ორივე ტრავმა)

კითხვის ნიშნის ქვეშ: მატეუსი

დინამო (კიევი, უკრაინა) - ფიორენტინა (იტალია)

დინამო (სავარაუდო შემადგენლობა): შოვკოვსკი, დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ვიდა, რიბალკა, ბელიანდა, გარმაში, იარომლენკო, ლენსი, მბოკანი.

ვერ ითამაშებს: მაკარენკო (ტრავმა)

კითხვის ნიშნის ქვეშ: ველოზუ (ტრავმა)

ფიორენტინა (სავარაუდო შემადგენლობა): ნეტო, ტომოვიჩი, გონსალო როდრიგესი, სავიჩი, ალონსო, ფერნანდესი, პისარო, ბადელი, ხოაკინი, გომესი, სალახი.

ვერ ითამაშებს: ბასანტა (დისკვალიფიკაცია), როსი (ტრავმა)

კითხვის ნიშნის ქვეშ: ბაბაკარი (ტრავმა)

ვოლფსბურგი (გერმანია) - ნაპოლი (იტალია)

ვოლფსბურგი (სავარაუდო შემადგენლობა): ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კნოხე, როდრიგესი, გილიავოგი, გუსტავო, პერიშიჩი, დე ბრეინე, კალიჯური, დოსტი.

ვერ ითამაშებს: ჰუნტი (ტრავმა)

ნაპოლი (სავარაუდო შემადგენლობა): ანდუხარი, სტრინიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მაჯო, ინლერი, გარგანო, მერტენსი, ჰამშიკი, კალეხონი, იგუაინი.

0.119261