იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) წარმატებული სტარტი აიღო სოფო ქვაცაბაიამ.
მე-4 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ მირაბელ ნჯოზეს დაუპირისპირდა და ბრიტანელი 7:6 (7:5), 6:3 დაამარცხა.
მერვედფინალში სოფოს მეტოქე ფრანგი ჟოზეფინ ბუალემი იქნება.
წყვილთა შეჯიბრში ქვაცაბაიამ და ჰოლანდიელმა ქუირინ ლემოინემ კვიპროსელ კნეჟევიჩს და ჩინელ ლის 6:2, 6:2 სძლიეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ დუეტს (ბარა-სიმიონი) გაეჯიბრებიან.







