ჯემალ ცერცვაძის ხელბურთის აკადემიაში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე ტური. დღეს ჩემპიონობისთვის მებროლმა ორივე გუნდმა, ყვარელმა და მამულმა თამაშები მოიგო.
ყვარელმა 30-15 დაამარცხა ფოთის ოქროს ვერძი, რომელსაც აკლდა ტრავმირებული ძირითადი მეკარე, ჯავახია. მამულმა დაამარცხა წყალტუბო, 37-19.
ორივე გუნდს 3-3 მატჩი დარჩა გასამართი. ყვარელი ჯერჯერობით 2 ქულით წინაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მამულის ნებისმიერი წაფორხილება ყვარელს გზას გაუხსნის ჩემპიონობისკენ, თუ არა და - გამარჯვებული ბოლო დღეს, 17 აპრილს, ურთიერთშეხვედრაში გამოვლინდება. ჩემპიონობის მაძიებელთა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჯერჯერობით ყვარლელთა მხარზეა - 29-26, 21-17, 19-23. ოთხშაბათს მამული ხვდება პეგასს, ხოლო ყვარელი - წყალტუბოს.
ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი. გოგონები, 1998-99
გლდანი, 14 აპრილი
ყვარელი - ფოთი 30-15
ყვ: გუბელაძე - ს. იორდანიშვილი 6, თეთრაშვილი 6, თ. იორდანიშვილი 5, კუნელაშვილი 5, ქიტესაშვილი 4, მიხელიძე 3, ლეშკაშელი 1, კუპატაძე, კორახაშვილი - მწ. ხარებაშვილი, ღონიაშვილი
ფოთ: კუბლაშვილი - გადელია 6, სიხარულიძე 3, ჭითანავა 3, ხურცილავა 2, ბერაია 1, ფარცვანია, ყუფუნია, ჯგერენაია, სურგულაძე, შინკარენკო - მწვ. გეფერიძე, გამზარდია
წყალტუბო - მამული 19-37
წყ: ჯიქია, თვალაძე - ჯიშკარიანი 9, ჯავახაძე 4, ჯანელიძე 3, ჯიმშელეიშვილი 1, ფანცხავა 1, ქაშიბაძე 1, ფანცულაია, დახუნდარიძე, მამარდაშვილი, დარსაველიძე, ჩირგაძე, სოფრომაძე - მწვ. ჯანელიძე, გოგიძე
მამ: ვარდიშვილი - ყველაშვილი 8, ჯაღათაშვილი 7, გაბისონია 7, თ. გიორგაძე 5, ღვალაძე 5, ომიაძე 3, მირზოევა 1, ჯავახიშვილი 1, იაშვილი, შახულოვა, წერეთელი, ხოკერაშვილი, ს. გიორგაძე - მწვ. კასიანი
მსაჯები: ე. არაბული, ი. ჭკუასელი, გ. სამყურაშვილი
მდგომარეობა: ყვარელი 32 ქულა (18 თამაშიდან), მამული 30 (18), პეგასი 25 (17), ფოთი 10 (18), წყალტუბო 7 (18)
15 აპრილი
13:00 ყვარელი - წყალტუბო
14:30 მამული - პეგასი
16:00 ფოთი - წყალტუბო
16 აპრილი
13:00 პეგასი - ყვარელი
14:30 ფოთი - მამული
16:00 პეგასი - წყალტუბო
17 აპრილი
13:00 ფოთი - პეგასი
14:30 მამული - ყვარელი







